Depeche Mode

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან დეპეშ მოდი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Depeche Mode
ტრიოს წევრები, დამხმარე მუსიკოსებთან ერთად
ტრიოს წევრები, დამხმარე მუსიკოსებთან ერთად
ბიოგრაფია
წარმოშობა ბასილდონი, ესექსი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი სინთპოპი
ახალი ტალღა
პოსტ პანკი
ელექტრონიკა
აქტიური 1980 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Mute
Sire
Reprise
საიტი www.depechemode.com
წევრები
დეივ გეენი
მარტინ გორი
ენდრიუ ფლეტჩერი
ყოფილი წევრები
ვინს კლარკი (Erasure)
ალან უაილდერი (Recoil)

Depeche Mode — 1980 წელს ბასილდონში (ესექსი, ინგლისი) ჩამოყალიბებული ჯგუფი . მასში თავიდან შედიოდნენ დეივ გეენი (წამყვანი ვოკალისტი), მარტინ გორი (კლავიში, გიტარა, ვოკალი, სიმღერების ძირითადი ავტორი 1981 წლიდან), ენდრიუ ფლეტჩერი (კლავიშები) და ვინს კლარკი (კლავიში, მთავარი სიმღერების ავტორი 1980-1981). ვინს კლარკმა ჯგუფი 1981 წელს, სადებიუტო ალბომის გამოსვლის შემდეგ დატოვა: მალევე ის ალან უაილდერით შეიცვალა (წამყვანი კლავიში), რომელიც ჯგუფთან ერთად 1982-დან 1995-მდე გამოდიოდა. უაილდერის წასვლის შემდეგ, გეენმა, გორმა და ფლეტჩერმა ტრიოს სახით გააგრძელეს გამოსვლა.

ჟურნალმა Q კოლექტივს უწოდა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ელექტრონული ჯგუფი.[1]

ისტორია[რედაქტირება]

შექმნა (1977-1980)[რედაქტირება]

ჯგუფის შექმნის წლად ითვლება 1977, როდესაც ვინს კლარკმა და ენდრიუ ფლეტჩერმა შექმნეს დუეტი No Romance in China. 1979 წელს კლარკი უკრავდა ჯგუფში The Plan, რომელშიც ასევე იყვნენ რობერტ მარლოუ და პოლ ლენგვითი.

1978-79 წლებში, პარალელურად, მარტინ გორი უკრავდა აკუსტიკურ დუეტში Norman and The Worms, სკოლის მეგობართან ფილიპ ბერდეტთან ერთად. 1979 წელს მარლოუ, გორი, კლარკი და მათი მეგობარი პოლ რედმონდი შეერთდნენ და შექმნეს ჯგუფი The French Look. 1980 წელს კლარკმა, გორმა და ფლეტჩერმა ჩამოაყალიბეს სხვა პროექტი, Composition of Sound. ორივე ზემოაღნიშნულმა კოლექტივმა ერთხელ ერთობლივი საკონცერტო გამოსვლაც ჩაატარეს.

Composition of Sound-ის შექმნის შემდეგ კლარკი და ფლეტჩერი გადავიდნენ სინთეზატორებზე. 1980 წელს მათ შეუერთდა დეივ გეენიც - მას შემდეგ რაც კლარკს მოეწონა მისი გამოსვლა ერთ-ერთ ჯემ-სესიაზე. ასე ჩამოყალიბდა დეპეშ მოდი. მარტინ გორის თქმით, ეს სახელწოდება ნიშნავს ”მოდის სიახლეს”.

პირველი ალბომები (1981-1983)[რედაქტირება]

ბრიჯ ჰაუსში კონცერტის დროს, 1982 წელს, ჯგუფით დაინტერესდა პროდიუსერი დენიელ მილერი[2], რომელიც თავად იყო ელექტრონული მუსიკის მოყვარული და შემსრულებელიც. იგი აგრეთვე იყო კომპანიის Mute Records დამაარსებელიც. მას სურდა ჯგუფისგან სადებიუტო სინგლის მიღება და კოლექტივმა ხელი მოაწერა კონტრაქტს. პირველივე შედეგი იყო სინგლი "Dreaming of Me", რომელიც გამოვიდა 1981 წლის თებერვალში. ბრიტანულ ჩარტში იგი #57 ადგილზე მოხვდა. შემდეგი სინგლი იყო "New Life", რომელიც უკვე #11 ადგილზე მოხვდა. სამი თვის შემდეგ გამოვიდა კომერციულად წარმატებული "Just Can't Get Enough" - პირველი სინგლი, რომელიც მოხვდა ბრიტანეთის საუკეთესო 10ეულში. ამ ჩანაწერით ჯგუფი უფრო წინ წავიდა და მსმენელი მოამზადა სადებიუტო ალბომისთვის Speak & Spell.

პირველი ალბომი გამოვიდა 1981 წლის ნოემბერში და მოხვდა ბრიტანულ 10ეულში. კრიტიკოსების რეაქცია არაერთგვაროვანი იყო - ”მელოდი მეიკერში” მას დიდებული უწოდეს, ხოლო ”როლინგ სტოუნში” - დაბალი ხარისხის მასალა.

ალბომის მხარდასაჭერი ტურნეს დროს კლარკი მიხვდა, რომ ჯგუფში ყოფნა არ აინტერესებს, რადგანაც, როგორც მოგვიანებით ახსნა, ”მათ არაფრის დრო არ ჰქონდათ”.[3] მოგვიანებით მან, ელისონ მოიეტთან ერთად ჩამოაყალიბა დუეტი ”იაზუ” და კიდევ უფრო მოგვიანებით, დუეტი ”ირეიჟერი”, ენდი ბელთან ერთად. მეორე ალბომისთვის დეპეშ მოუდს თითქმის არ გააჩნდა კლარკის მიერ შექმნილი მასალა. გორი, რომელმაც უკვე დაწერა წინა ალბომის რამდენიმე სიმღერა, იქცა ჯგუფის სიმღერების ახალ ავტორად. 1982 წლის იანვარში გამოვიდა სინგლი "See You", რომელიც ჩაწერილი იქნა კლარკის გარეშე. მოულოდნელად მან გაიმეორა წინა სინგლის წარმატება და უფრო მეტიც - უფრო წარმატებული აღმოჩნდა. იგი მოხვდა ჩარტის #6 ადგილზე. შემდეგ გამოიცა სინგლები ("The Meaning of Love" და "Leave in Silence", მოეწყო ტურნე "See You".

1981 წლის ბოლოს ”მელოდი მეიკერში” Depeche Mode-მა განათავსა ანონიმური განცხადება, სადაც ეწერა, რომ ჯგუფი ეძებს მუსიკოსს. გამოჩნდა 22 წლის ალან უაილდერი, რომელიც დასავლეთ ლონდონელი მუსიკოსი იყო (კლავიშებიანი ინსტრუმენტების კარგი მცოდნე). ორი მოსმენის შემდეგ იგი საცდელი ვადით აიყვანეს. მეორე ალბომზე მუშაობა დაიწყო 1982 წლის ივლისში. დენიელ მილერმა თავად უთხრა უაილდერს, რომ იგი ჩაწერისათვის არ არის საჭირო - ჯგუფს სჭირდებოდა მტკიცება, რომ მას ყველაფერი შეუძლია კლარკის გარეშე. მეორე ალბომი, A Broken Frame, გამოვიდა იმავე წლის სექტემბერში. უაილდერის წვლილი პირველად გამოჩნდა 1983 წლის სინგლზე "Get the Balance Right!".

მესამე დისკისათვის Construction Time Again მათ იქირავეს პროდიუსერი გერეტ ჯონსი და დასახლდნენ დასავლეთ ბერლინში. ალბომით ჯგუფის ჟღერადობაში დიდი გარდატეხა მოხდა, რადგანაც გამოყენებული იქნა რამდენიმე ახალი ელექტრონული ინსტრუმენტი.

ჯგუფმა ჩაწერა ყოველდღიური ნივთების ხმები და გადააქცია ისინი ელექტრონული ჟღერადობის მქონე ეფექტებად. ამასთან, მარტინ გორი აქტიურად მუშაობდა სიმღერების ტექსტებით, რომლებიც უფრო ლირიულ ხასიათს ატარებდნენ. მომავალი ალბომის პირველი სინგლი იყო "Everything Counts", რომელიც იქცა კოლექტივის ერთ-ერთ დიდ ჰიტად.

საერთაშორისო წარმატება (1984-1988)[რედაქტირება]

პირველ წლებში ჯგუფი ცნობილი და წარმატებული იყო მხოლოდ ბრიტანეთში, ევროპაში და ავსტრალიაში. 1984 წლის მარტში ეს შეიცვალა, სინგლის "People Are People" გამოცემით. იგი მოხვდა რამდენიმე სხვა ქვეყნის ჩარტების პირველ ადგილებზე. ამავე სახელწოდების ალბომი, სპეციალური კრებული, გამოიცა ამერიკული ლეიბლის Sire მიერ, რათა მსმენელი უკეთ გაცნობოდა ჯგუფის შემოქმედებას. 1984 წლის სექტემბერში გამოვიდა სტუდიური ალბომი Some Great Reward. ”მელოდი მეიკერმა” მას კვლავ დიდი შეფასება მისცა, ახსენა რა, რომ ეს ალბომი ადამიანის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რაც ხდება იქვე. ამ ალბომით ჯგუფმა ჩაატარა ექსპერიმენტები უფრო ბნელ ჟღერადობასთან, ტექსტების მხრივ კი შეეხო სექსს, მოზარდულ ურთიერთობებს და სხვა თემებს. აქვე იყო მარტინ გორის საკუთარი ბალადა "Somebody". ეს იყო ჯგუფის პირველი დისკი, რომელიც მოხვდა აშშ ალბომების ჩარტში. 1985 წელს კომპანიამ Mute Records გამოსცა კრებული The Singles 81>85, რომელსაც აშშ-ში Catching Up with Depeche Mode ეწოდებოდა. ამ კრებულში შევიდა სინგლები "Shake the Disease" და "It's Called a Heart".

ამ პერიოდში, სხვადასხვა წრეში, დეპეშ მოდი ასოცირდებოდა გოთიკურ კულტურასთან, რომელიც ყალიბდებოდა ბრიტანეთში. აშშ-ში ჯგუფი მალე მოხვდა რადიოეთერში, თანაც - რამდენიმე სადგურზე.

ცვლილელების დრო მოვიდა სიმღერით "Stripped", შავბნელი დისკიდან Black Celebration, რომელიც, როგორც ერთ-ერთ ჟურნალში ეწერა, ”საკუთარ კოლექციაში არ ჰქონდა მხოლოდ მძიმე მეტალის ან ჯაზის ყველაზე დიდ მოყვარულებს”. ამ ალბომიდან მოყოლებული, ჯგუფის მუსიკამ შეიძინა ატმოსფერული და ტექსტურული ჟღერადობა. მაგრამ აქ ასევე იყო გორის ლირიკა, რომელმაც იდეალური სახე მიიღო. ამ ალბომში ასევე მოხვდა "Fly on the Windscreen", რომელიც მანამდე ჟღერდა მხოლოდ სინგლზე "It's Called a Heart". სიმღერას ამ ვარიანტში ეწოდა "Fly on the Windscreen - Final".<

კლიპის "A Question of Time" რეჟისორი იყო ანტონ კორბეინი, რომელმაც შემდეგ სახელი გაითქვა ჯგუფის ვიდეოკლიპებით და ალბომების ყდებით.

1987 წლის დისკი Music for the Masses იყო წინა ალბომის წარმატების გამეორება. პირველად ხმისჩაწერი პროდიუსერი არ იყო ლეიბლის Mute თანამშრომელი. ჯგუფის მიერ წინა წლებში ამოჩემებული სემპლების გამოყენება შეცვალა სინთეზატორებთან ექსპერიმენტებმა და ატმოსფერული ჟღერადობის დამკვიდრებამ. ამის მაგალითება იყო სინგლები "Strangelove", "Never Let Me Down Again" and "Behind the Wheel". ალბომმა დიდი გარღვევა მოახდინა აშშ-ში, რაც უფრო მეტი იყო, ვიდრე წინა ალბომების ამერიკული წარმატება.

ამ ალბომის მხარდასაჭერი ტურნე ჩატარდა 1987-88 წლებში. 1988 წლის 18 ივნისს ტურნე დასრულდა პასადენას კონცერტით, რომელიც გამოვიდა საკონცერტო ალბომის 101 და ამავე სახელწოდების ფილმის სახით.

მსოფლიო წარმატება (1989-1994)[რედაქტირება]

1989 წელს ჯგუფი შევიდა მილანში განლაგებულ სტუდიაში პროდიუსერ ფლუდთან და ხმის ინჟინერ ფრანსუა კევორკიანთან ერთად. აქ შეიქმნა სინგლი "Personal Jesus". სინგლის გამოცემამდე ჩატარდა საინტერესო მარკეტინგული კამპანია, რომლის დროს ბრიტანულ გაზეთებში განთავსებულ რეკლამაში ეწერა ”შენი საკუთარი პირადი იესო”. მოგვიანებით განთავსდა სატელეფონო ნომერიც, რომლის აკრეფის შემდეგ ისმოდა თავად სიმღერეა. სკანდალური სინგლი ჩარტის #13 ადგილზე მოხვდა, აშშ-ში კი იქცა ჯგუფის პირველ ოქროს სინგლად და მორიგ ჰიტად, "People Are People"-ის შემდეგ.

1990 წელს გამოვიდა სინგლი "Enjoy the Silence", რომელიც ითვლება კოლექტივის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სინგლად. 1991 წლის Brit Awards-ის დაჯილდოვებაზე მან წლის ბრიტანული სინგლის სტატუსი მიიღო. ახალი ალბომის, Violator პრეზენტაციისა და გამოსვლის დღეს ჯგუფმა მოაწყო უნიკალური აქცია, რომლის დროს 20.000 მოყვარულმა მიიღო ჯგუფის ავტოგრაფები, თუმცა ადგილი ჰქონდა ინციდენტებსაც, რაც გამოწვეული იყო ხალხმრავლობით. ასევე გამოიცა ორი სინგლი ალბომიდან, "Policy of Truth" და "World in My Eyes".

1993 წელს გამოჩნდა ახალი ალბომი Songs of Faith and Devotion, ბნელი ჟღერადობით და ცოცხალი დასარტყამი ინსტრუმენტებით (რომლებზეც ალან უაილდერი უკრავდა). სინთეზატორებთან ერთად ცოცხალი ორკესტრიც გამოჩნდა და გოსპელის მომღერლებიც.

მიუხედავად ფანების მიერ დადებითად მიღებისა, ბევრმა ეს დისკი კომერციულ ჩავარდნად შეაფასა. დეივ გეენის ჰეროინით გატაცებამ კი პიკს მიაღწია. მარტინ გორი ტურნეს დროს რამდენჯერმე გაქურდეს, ხოლო ფლეტჩერმა უარი თქვა ტურნეს მეორე ეტაპში მონაწილეობაზე. სცენაზე იგი შეცვალა დერილ ბემონტმა, ჯგუფის ასისტენტმა.

უაილდერის წასვლა და Ultra (1995-1999)[რედაქტირება]

1995 წლის ივნისში უაილდერმა განაცხადა, რომ იგი ტოვებს დეპეშ მოდს. მისივე თქმით, მან დიდი წვლილი შეიტანა ჯგუფის საქმეში, მაგრამ არასოდეს მიუღია იგივე რაოდენობის დაფასება. მოგვიანებით ლოს ანჯელესის ერთ-ერთ სასტუმროში მყოფი გეენი კინაღამ დაიღუპა, ნარკოტიკების ზედმეტი დოზის გამო.

გეენის პრობლემების მიუხედავად, გორი ცდილობდა ჯგუფის ამოქმედებას. გეენი იშვიათად დადიოდა სტუდიაში, ხოლო სტუდიაში გამოჩენისას თითქმის არაფერს იწერდა და ვოკალის ჩაწერას სჭირდებოდა კვირები. 1996 წელს გეენი მოხვდა ნარკოტიკებისგან მკურნალობის ცენტრში. 1996 წელს სტუდიური სესიები განახლდა და შემდეგ წელს გამოიცა ალბომი Ultra. ასევე გამოვიდა წარმატებული სინგლები "Barrel of a Gun" და "It's No Good". ალბომი მოხვდა ბრიტანული ჩარტების #1 ადგილზე.

სინგლების კრებული The Singles (86-98) გამოვიდა 1998 წელს, ახალ სინგლთან "Only When I Lose Myself" ერთად. ოთხთვიანი საკონცერტო ტურნეს შემდეგ ასევე გამოიცა კრებული For the Masses, რომელშიც ჯგუფის სიმღერებს ასრულებდნენ სხვა ცნობილი კოლექტივები.

Exciter (2000-2004)[რედაქტირება]

2001 წელს გამოვიდა ჯგუფის ახალი ალბომი Exciter. ელექტრონულ მინიმალიზმზე ორიენტირებული ციფრული ჟღერადობით ალბომი კომერციულად ჩავარდა. კრიტიკოსების შეფასებაც ცვალებადი იყო, თუმცა სინგლი Freelove დიდი წარმატებით სარგებლობდა.

იმავე წლის აგვისტოში DVD დისკზე გამოვიდა 1993 წლის ტურნეს კონცერტი,Devotional, ასევე კრებული Remixes 81 - 04. ამ კრებულში შეტანილი იქნა ჯგუფის ახალი და იშვიათი პრომო მიქსები და პოპულარული "Enjoy the Silence 04" (მაიკ შინოდას რემიქსი). ეს სინგლი მოხდა ბრიტანული ჩარტების #7 ადგილზე.

Playing the Angel (2005-2007)[რედაქტირება]

2005 წლის 17 ოქტომბერს გამოვიდა ჯგუფის მე-11 სტუდიური ალბომი Playing the Angel. ბენ ჰილიერის პროდიუსერობით, ამ დისკმა ჯგუფი ძველ ჟღერადობას დაუბრუნა. დისკის სინგლი "Precious" მოხვდა ბრიტანულ ჩარტის #4 ადგილზე. ეს იყო პირველი ალბომი, რომლის ტექსტებიც მთლიანად გეენის დაიწერა. დიდი წარმატება ჰქონდა სხვა სინგლებსაც - "A Pain That I'm Used To" და "Suffer Well".

ალბომის მხარდასაჭერად ჯგუფმა გამართა ტურნე Touring the Angel. ტურნეს დროს ჩაწერილი აუდიომასალა გავრცელდა შეზღუდული რაოდენობით გამოცემულ დისკებზე Recording the Angel .

ალბომისა და ტურნეს წარმატების ტალღაზე გამოიცა სტუდიური დისკების Speak & Spell, Music for the Masses და Violator რემასტერინგები, სუპერ აუდიო დისკებისა და DVD აუდიოს ფორმატში ჩაწერილი. აგრეთვე ყველა ალბომს თან ახლდა სინგლების B-გვერდები და თითო ალბომის ჩაწერის ისტორია. 2007 წელს იგივე შეეხო ალბომებს Construction Time Again და Black Celebration. ალბომების Ultra და Exciter სპეციალური გამოცემები გამოვიდა 2007 წლის 1 ოქტომბერს.

2006 წლის 25 სექტემბერს გამოიცა DVD და აუდიოდისკი Touring the Angel: Live in Milan, რომელზეც აღბეჭდილია ჯგუფის კონცერტები მილანში (2006 წლის 18-19 თებერვალი).

ამასთან, გამოიცა კიდევ ერთი კრებული, The Best Of, Volume 1, რომელშიც მოხვდა ალბომის Playing the Angel ჩაწერიდან დარჩენილი "Martyr" .

2006 წლის დეკემბერში სერვისმა iTunes გამოსცა დიდი კრებული The Complete Depeche Mode, რომელიც იყო შემდეგი მათ მიერ დაწყებულ სერიაში. ამ სერიაში მანამდე უკვე გამოვიდა The Complete U2, The Complete Stevie Wonder და Bob Dylan: The Collection.

Sounds of the Universe (2009)[რედაქტირება]

2007 წლის აგვისტოში, დეივის მეორე სოლო ალბომის Hourglass გამოსვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დეპეშ მოდი 2008 წელს დაბრუნდება სტუდიაში. 2008 წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს მოხდება მაისში. მარტინ გორი ამ დროისათვის უკვე მუშაობდა ახალ სიმღერებზე საკუთარ სტუდიაში (სანტა ბარბარა, კალიფორნია, აშშ). სიმღერებზე მუშაობა ამ დროისათვის თითქმის დასრულებულია. აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ Depeche Mode-მა დატოვა ლეიბლი Warner Music.

2008 წლის 6 ოქტომბრის პრეს-კონფერენციაზე ბერლინში ჯგუფმა განაცხადა, რომ 2009 წელს დაიწყებოდა ტურნე Tour of the Universe - მათი პირველი სასტადიონო ტურნე, რომლის ფარგლებშიც სამეული გამოვა 21 ქვეყნის 28 ქალაქში. ტურნე დაიწყო 2009 წლის 6 მაისს, ლუქსემბურგში. პრეს-კონფერენციაზე ასევე წარდგენილი იქნა ორი ახალი სიმღერა, "Wrong" და "Peace".

ამჟამად სერვისზე YouTube ენდი ფლეტჩერის მიერ დრო და დრო თავსდება ალბომის ჩაწერის ვიდეოკადრები.

2009 წლის 15 იანვარს ჯგუფის ვებ-საიტზე გამოქვეყნდა ალბომის სახელწოდება - Sounds of the Universe. ალბომი გამოვა 2009 წლის 20 აპრილს (ევროპა) და 21 აპრილს (აშშ).

ალბომის პირველი სინგლია "Wrong", რომელიც გამოვიდა 2009 წლის 21 თებერვალს.

მნიშვნელობა და გავლენა[რედაქტირება]

Depeche Mode-მა გავლენა იქონია შემდეგი თაობების არა ერთ ცნობილ მუსიკოსზე. მაგალითად, პეტ შოპ ბოისი თვლის ალბომს Violator (კონკრეტულად კი სიმღერას "Enjoy the Silence") თავისი გავლენის ერთ-ერთ წყაროდ.

ტექნოს ჟანრის პიონერებმა, დერიკ მეიმ, კევინ სონდერსონმა და ხუან ატკინსმა თავის დროზე დაასახელეს დეპეშ მოდი, როგორც ტექნოს ჟანრის პირდაპირი გავლენა, რაც ჯერ კიდევ 1980-იან წლებში დაიწყო, დეტროიტული ტექნოს პოპულარობის ხანაში. მათი შემოქმედებისადმი პატივისცემის ნიშანია ყოველ წელს მათი სიმღერების რემიქს-ალბომების რეგულარული გამოცემაც.

ჯგუფ ლინკინ პარკის წევრი, ჩესტერ ბენინგტონი თვლის ჯგუფს თავის მთავარ გავლენად. იმავე ჯგუფის კიდევ ერთი წევრის, მაიკ შინოდას თქმით, დეპეშ მოდი არის ჩვენი დროის ერთ-ერთი გავლენიანი ჯგუფი, რომლის მუსიკაც მისი პირადი შთაგონებაა.

Depeche Mode-ის გავლენა სხვა ჟანრებზეც ვრცელდება - მაგალითად, მძიმე მეტალზე. ამის მაგალითია ჯგუფის Fear Factory წევრის, რეიმონდ ჰერერას სიტყვები "მუსიკის სხვადასხვა ჟანრმა იმოქმედა ჩემი დაკვრის სტილზე. მაგალითად, Depeche Mode-მა. მე რომ Depeche Mode-ივით ჟღერადობა მქონოდა და სლეიერის სისწრაფე, ვფიქრობ, რაღაცას მივაღწევდი".

სხვადასხვა მუსიკოსს რეპერტუარში აქვს ჯგუფის სიმღერების საკუთარი ვერსიები. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ მერილინ მენსონი (Personal Jesus), Lacuna Coil (Enjoy the Silence), რამშტაინი (Stripped), In Flames (Everything Counts) და სმეშინგ პამპკინსი (Never Let Me Down Again).

2008 წელს ჯგუფმა Coldplay გამოსცა სინგლი "Viva la Vida", რომელსაც თან დაურთო ვიდეოკლიპის ორი ვერსია. ერთ-ერთი ეფუძნება სიმღერის "Enjoy the Silence" ორიგინალურ ვიდეოს.

მუსიკოსები ტურნეზე[რედაქტირება]

  • პიტერ გორდენო - კლავიშები, ელექტრონული ბასი და ელექტროგიტარა (1998 - დღემდე)
  • კრისტიან აიგნერი - სიმღერების თანაავტორობა, დასარტყმელი საკრავები (1997 - დღემდე)
  • ჯორდან ბეილი - ვოკალი (1998-2001)
  • ჰილდია კემპბელი - ვოკალი (1993-1994)
  • სამანტა სმითი - ვოკალი (1993-1994)
  • დერილ ბემონტე - კლავიშები (1994)
  • დეივ კლეიტონი - კლავიშები (1997)
  • ჯენეტ რემუსი - ვოკალი (1998)
  • ჯორჯია ლუისი - ვოკალი (2001)

1998-2006 წლებში როგორც გორდენო, ასევე აიგნერი ესწრებოდნენ სამ საკონცერტო ტურნეს. აიგნერი უკრავდა დასარტყამებზე (და იყო ალბომის Playing the Angel თანაავტორი), გორდენო კი - კლავიშებიან ინსტრუმენტებზე.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Depeche Mode-ის დისკოგრაფია.

აგრეთვე იხილეთ[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Depeche_Mode&oldid=2744884“-დან