დენიელ დეი-ლიუისი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დენიელ დეი-ლიუისი
Daniel Day-Lewis
Daniel Day-Lewis 2007.jpg
დენიელ დეი-ლიუისი
დაბ. სახელი დენიელ მაიკლ ბლეიკ დეი-ლიუისი
დაბ. ადგილი ლონდონი, ინგლისი
დაბ. თარიღი 29 აპრილი, 1957 (1957-04-29) (56 წლის)
საქმიანობა მსახიობი
წლები 1970–დღემდე
ოსკარი
საუკეთესო მსახიობი კაცი

1989 — ჩემი მარცხენა ფეხი
2007 — და იქნება სისხლი

2012 — ლინკოლნი
ოქროს გლობუსი
საუკეთესო მსახიობი კაცი დრამაში

2007 — და იქნება სისხლი

2012 — ლინკოლნი
BAFTA
საუკეთესო მსახიობი კაცი

1989 — ჩემი მარცხენა ფეხი
2002 — ნიუ-იორკის ბანდები
2007 — და იქნება სისხლი

2012 — ლინკოლნი

დენიელ დეი-ლიუისი (ინგლ. Daniel Day-Lewis; დ. 29 აპრილი, 1957) — ინგლისელი მსახიობი. დენიელ დეი-ლიუისი ერთადერთი მამაკაცი მსახიობია, რომელმაც 3-ჯერ მოიგო ოსკარი მთავარი როლისთვის.[1] გარდა ამისა არის კინომსახიობთა გილდიის, ოთხგზის BAFTA-სა და ორგზის ოქროს გლობუსის ჯილდოების მფლობელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

განათლება მიიღო ბრისტოლის ოლდ-ვიკის თეატრის სკოლაში. დეი-ლიუისი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წუნია მსახიობი კინოს ისტორიაში — ბოლო ათი წლის განმავლობაში გადაღებულია მხოლოდ ხუთ კინოფილმში. ის მეთოდური მსახიობია და მნიშვნელოვან კვლევას ატარებს საკუთარ გმირებზე. ხშირად ის სრულიად გარდაისახება საკუთარ გმირად მისი ფილმების გადაღების მთელი პროცესის განმავლობაში.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

წელი ქართულად ორიგინალური სახელწოდება როლი
1982 განდი Gandhi კოლინი
1985 ოთახი ხედით A Room with a View სესილ ვაიზი
1989 ჩემი მარცხენა ფეხი My Left Foot კრისტი ბრაუნი
1992 უკანასკნელი მოჰიკანი The Last of the Mohicans ნათანაელ პო
1993 უმანკოების ხანა The Age of Innocence ნიულენდ არჩერი
1993 მამის სახელით In the Name of the Father ჯერი კონლონი
2002 ნიუ-იორკის ბანდები Gangs of New York უილიამ კიტინგი
2007 და იქნება სისხლი There Will Be Blood დენიელ პლეინვიუ
2012 ლინკოლნი Lincoln აბრაამ ლინკოლნი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: დენიელ დეი-ლიუისი

სქოლიო[რედაქტირება]

  1. [1]. Mirror.co.uk