დენდრარიუმი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დენდრარიუმი, დენდროლოგიური ბაღი (< ბერძნ. dendron „ხე“), არბორეტუმი (< ლათ. arbor „ხე“), ღია გრუნტზე გაშენებული ხემცენარეების კოლექციები.

დენდრარიუმი შეიძლება დამოუკიდებელი იყოს ან ბოტანიკური ბაღის შემადგენლობაში შედიოდეს. მცენარეებს აშენებენ სისტემატური, გეოგრაფიული, ეკოლოგიური, დეკორატიული და სხვა ნიშნების მიხედვით. დენდრარიუმს აქვს სამეცნიერო-სასწავლო, კულტსაგანმანათლებლო ან საცდელ-საწარმოო მნიშვნელობა. დენდრარიუმში წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ხემცენარეთა სიმდიდრე და მრავალფეროვნება, ტარდება სამეცნიერო მუშაობა ინტროდუქციაში, აკლიმატიზაციასა და სელექციაში. დენდრარიუმები ავრცელებენ ძვირფასი და იშვიათი ხემცენარეების სარგავ მასალას, თესლსა და კალამს.

პირადი ხელსაწყოები