დელუვიონი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დელუვიური ნალექები მთების ძირში

დელუვიონი, დელუვიური ნალექები (ლათ. deluo – ჩამოვრეცხავ) — მაღლობისა და მთის ძირში დაგროვილი ნალექები, რომლებიც წარმოადგენს ძირითადად ზედაპირული წყლების ჩამორეცხილ ან სიმძიმის ძალით ჩამოტანილ გამოფიტულ ფხვიერ ნაშალ მასალას. დელუვიონი ფართოდ არის გავრცელებული მთაში. იგი მთის ძირას წარმოქმნის დელუვიურ შლეიფებს. მრავალფეროვანი შედგენილობისაა; უმეტესად წარმოადგენს თიხნარს, ქვიშნარს ან უფრო მსხვილმარცვლოვან ნაშალ მასალას. დელუვიონში გვხვდება ოქროს, კალის, ვოლფრამისა და სხვ. ქვიშრობი საბადოები.

დაფიქსირებულია აზიის, ევროპისა და სხვა მთიან მხარეებში. ტერმინი შემოიღო რუსმა გეოლოგმა ალექსი პავლოვმა 1888 წელს.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] ლიტერატურა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე