დელავერი (მდინარე)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დელავერი
მდინარე დელავერი
მდინარე დელავერი
დახასიათება
სიგრძე 660 კმ
აუზის ფართობი 31,1 კმ²
ჩაედინება ატლანტის ოკეანე
ქვეყნები დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ

დელავერი (ინგლ. Delaware River) — მდინარე აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილში. სიგრძე 660 კილომეტრი. აუზის ფართობი 31,1 ათასი კმ². სათავე აქვს კეტსკილის მთებში, კვეთს აპალაჩების ღერძულ ნაწილს, პიდმონტის პლატოსა და ატლანტისპირა დაბლობს. ერთვის ატლანტის ოკეანეს. შესართავთან აჩენს ესტუარს, რომლის სამხრეთ ნაწილს ეწოდება დელავერის ყურე. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე. წყლის საშუალო ხარჯი ქალაქ ტრენტონთან 350 მ³/წმ, მაქს. — 9 ათასი მ³/წმ, მინ. — 35 მ³/წმ. სანაოსნოა ქალაქ ტრენტონამდე. მდინარის ნაპირზეა გაშენებული ქალაქები: ისტონი, ტრენტონი, ფილადელფია, უილმინგტონი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]