დეკიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დეკიანი — მაღალმთის მცენარეული დაჯგუფება, რომელსაც ქმნის დეკა. ალპურ სარტყელში დეკიანი პირველადია, სუბალპურში კი უმთავრესად ტყის მოსპობის შედეგად განვითარებული ქვეტყის ნაშთია (მეორეული დეკიანი).

ვრცელი დეკიანები უმთავრესად კავკასიონის ქედზე, სუბალპური მდელოებისა და ტყეების ზოლშია გავრცელებული. ასეთივე დეკიანები გვხვდება მესხეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობებზე, თრიალეთზე და სხვა.

ბოტანიკური შემადგენლობის მხრივ არის გვიმრიანი, ნაირბალახიანი, მარცვლოვნიანი, მოცვიანი, კეწერიანი და სხვა. დეკიანები ყინვის, ადამიანისა თუ ცხოველთა ზემოქმედების შედეგად დეკიანი შეიძლება გადაშენდეს და მისი ადგილი დაიკავოს ნაირბალახიანმა მდელომ, ძიგკიანმა, მოცვიანმა, ბრძამიანმა და სხვა ფორმაციებმა. დეკიანი ძალიან ხშირი დაჯგუფებაა და დიდი ნიადაგდაცვითი მნიშვნელობა აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]