დეკა (მუსიკა)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დეკა (გერმ. Decke), ზოგიერთი სიმებიანი საკრავის კორპუსის ნაწილი, რომელიც გამოსცემს და აძლიერებს ბგერას. დეკას ჩვეულებრივ სარეზონანსო მერქნისაგან აკეთებენ. ზოგიერთი საკრავის, მაგ., ბანჯოს დეკას კი — ტყავის ან ბუშტისაგან. სიმების რხევა დეკას დგანის მეშვეობით გადაეცემა. ვიოლინოს, გიტარასა და სხვა საკრავებს აქვთ ორი დეკა — ზედა და ქვედა. ზედა დეკას აქვს რეზონატორული ჭრილი. საფორტეპიანი დეკა ფარია, რომელიც ერთმანეთზე დაკრული ფირფიტებისაგან შედგება, იგი ჩადგმულია კორპუსის შიგნით, სიმების ქვეშ.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 3, გვ. 442, თბ., 1978
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე