დეზი ბაუტერსე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დეზი ბაუტერსე
დეზი ბაუტერსე
სურინამის მე-9 პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა 3 აგვისტო 2010
წინამორბედი რონალდ ვენეტიანი

დაბადებული 13 ოქტომბერი 1945
დომბურგი, სურინამი
პოლიტიკური პარტია სნდპ
მეუღლე ინგრიდ ფიგუეირა
შვილები პეგი და დინო
რელიგია კათოლიციზმი

დეზი ბაუტერსე (ნიდერლ. Desiré Delano Bouterse, დ. 13 ოქტომბერი, 1945, დომბურგი, სურინამი) – სურინამელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. ცნობილი გახდა 1980-იან წლებში დიქტატორული მოღვაწეობით. იმყოფება საერთაშორისო ძებნაში. 2010 წელს სურინამის პარლამენტმა აირჩია ქვეყნის პრეზიდენტად.

[რედაქტირება] ბიოგრაფია

დაამთავრა პარამარიბოს სავაჭრო სკოლა, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სახელმწიფო დაწესებულებებში. 1968 წელს გაემგზავრა ნიდერლანდებში, სადაც მუშაობდა დორდრეხტის ფაბრიკაში და სწავლობდა სამხედრო აკადემიაში.

სამშობლოში დაბრუნდა სურინამის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 2 კვირის შემდეგ და დაუბრუნდა სამხედრო სამსახურს. რამდენიმე ოფიცერთან ერთად 1980 წლის 25 თებერვალს მოახდინა სამხედრო გადატრიალება. ხელისუფლება ხელში აიღო „ეროვნულმა სამხედრო საბჭომ“ დაიწყო მკაცრი პოლიტიკის გატარება და ბრძოლა დისიდენტების წინააღმდეგ.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

წინამორბედი:
რონალდ ვენეტიანი
სურინამის პრეზიდენტი

2010-დან
შემდეგი:
'
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე