დეივისის სრუტე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან დევისის სრუტე)
დეივისის სრუტე (ინგ. Davis Strait) — სრუტე, რომელიც ერთმანეთისგან ჰყოფს გრენლანდიას და ბაფინის მიწას (კანადის პროვინცია ნუნავუტი). სრუტის სიგრძე მერყეობს 300 კილომეტრიდან 950 კმ-მდე, მაქსიმალური სიღრმე შეადგენს 3660 მეტრს. [1]
დამახასიათებელია მოდრეიფე ყინულები და აისბერგები. სრუტეს ეწოდა ინგლისელი მკვლევარის და აღმომჩენის, ჯონ დეივისის (1550-1605) სახელი, მან 1580-იან წლებში რამდენჯერმე იმოგზაურა ამ რეგიონში და შეისწავლა გრენლანდიის და ბაფინის მიწის ტერიტორიები.
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Davis Strait, The Canadian Encyclopedia