დევიზ დარჯანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დევიზ დარჯანია
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
დევიზ დარჯანია
დაბადების
თარიღი
15 აპრილი, 1953
დაბადების
ადგილი
სოფელი ონოღია,
გეგეჭკორის რაიონი
გარდაცვალების
თარიღი
8 ივლისი, 2014 (61 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
სოფელი ონოღია,
გეგეჭკორის რაიონი
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1974–1975 სალხინო გეგეჭკორი ? (?)
1975 დინამო თბილისი ? (?)
1977–1978 დინამო ზუგდიდი 43 (18)
1979–1980 ლოკომოტივი სამტრედია ? (34)
1981–1983 ტორპედო ქუთაისი 71 (30)
1983 ლოკომოტივი სამტრედია 26 (11)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

დევიზ დარჯანია (დ. 15 აპრილი, 1953, სოფ. ონოღია, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი, — გ. 8 ივლისი, 2014, იქვე) — ქართველი ფეხბურთელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1953 წლის 15 აპრილს გეგეჭკორის (ახლანდელი მარტვილის მუნიციპალიტეტი) რაიონის სოფელ ონოღიაში. 1970 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, მიიღო უმაღლესი განათლება, იყო საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი. სხვადასხვა დროს მარტვილის „სალხინოში“, თბილისისა და ზუგდიდის „დინამოში“, სამტრედიის „ლოკომოტივსა“ და ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობდა. დარჯანიას თავისი კარიერის საუკეთესო წლები ქუთაისურ კლუბში აქვს გატარებული. 1982 წელს „ტორპედო“ მისი კაპიტნობით საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგას დაუბრუნდა. საკავშირო ჩემპიონატის პირველი ლიგის 38 მატჩში კი მან 19 გოლი გაიტანა. კარიერის დასრულების შემდეგ დევიზ დარჯანიამ მწვრთნელობას მიჰყო ხელი და „წყალტუბო 83“-თან ერთად საქართველოს ჩემპიონობა ორჯერ იზეიმა (1985–1986).

2014 წლის 8 ივლისს დევიზ დარჯანია მშობლიური სოფელში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.[1][2][3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „დევიზ დარჯანია გარდაიცვალა“. 11 ივლისი, 2014. ციტირების თარიღი: 28 ივლისი, 2019. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  2. „61 წლის ასაკში, ფეხბურთელი დევიზ დარჯანია გარდაიცვალა“. 9 ივლისი, 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-28. ციტირების თარიღი: 28 ივლისი, 2019. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  3. ს.კ „მერანის“ პრესსამსახური (9 ივლისი, 2014). დევიზ დარჯანია გარდაიცვალა[მკვდარი ბმული]. წაკითხვის თარიღი: 28 ივლისი, 2019.