დევიდ პიტრეიესი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დევიდ ჰოუველ პიტრეიესი

გენერალი დევიდ ჰოუველ პიტრეიესი (David Howell Petraeus, გამოითქმის /pɨˈtreɪ.əs/; დ. 7 ნოემბერი, 1952), საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალებისა და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების მეთაური. მის სხვა ოთხვარსკვლავიან დავალებათა შორის იყო აშშ-ის ცენტრალ-კომანდის (USCENTRCOM) მე-10 მეთაურობა 2008-2010 წლებში და ერაყის მრავალეროვნული ჯარების (MNF-I) გენერალ-მეთაურობა 2007-2008 წლებში. MNF-I-ის მეთაურის როლში პიტრეიესი ერაყში მთელ კოალიციის ჯარებს განაგებდა. მიმდინარე პოსტზე 2010 წლის 4 ივლისიდან მსახურობს.

პიტრეიესს მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი აქვს აშშ-ის სამხედრო აკადემიიდან, რომელიც 1974 წელს დაამთავრა, როგორც წარჩინებულმა კადეტმა (კლასის საუკეთესო 5%-ში). 1983 წელს აშშ-ის არმიის მეთაურთა და გენერალური შტაბის კოლეჯის კურსდამთავრებულმა გენერალი ჯორჯ მარშალის პრემია მიიღო. მას შემდეგ 1985 წელს ჯერ საზოგადო საქმეთა მაგისტრის, შემდეგ კი (1987 წ.) ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო პრინსტონის უნივერსიტეტის ვუდროუ უილსონის საზოგადო და საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლაში. მოგვიანებით აშშ-ის სამხედრო აკადემიაში საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორის ასისტენტად მუშაობდა.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: