დევიდ მაკლელანდი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დევიდ მაკლელანდი (20 მაისი, 1917 - 27 მარტი, 1998 ) იყო ამერიკელი ფსიქოლოგი. ის ცნობილია თავისი „მიღწევის მოთხოვნილების თეორიით.“ მან ადამიანების წარმატების (კარიერაში ან მიზნისკენ სწრაფვაში) გასაზომად უარყო IQ-სა და პიროვნების ტესტების, როგორც ვალიდური საზომების გამოყენება და შექმნა ფსიქოლოგიური მახასიათებლების გასაზომი ინოვაციური მეთოდი.მან ჯონ ატკინსონთან ერთად შექმნა TAT(თემატური აპერცეპციის ტესტი)-თვის შეფასებითი სისტემა , რომელიც გამოიყენება მიღწევის მოტივაციის გასაზომად.მათი აზრით, მოტივაცია უფრო უკეთ წინასწარმეტყველებდა მიღწევადობას ვიდრე გონიერება . ისინი იყენებდნენ თემატური აპერცეპციის ტესტს მოტივაციის გასაზომად. (TAT შექმნეს ჰენრი მარეიმ და კრისტიანა მორგანმა ჰარვარდის უნივერსიტეტში, 1930-ან წლებში.) მაკლელანდისა და ატკინსონის შეფასებითი სისტემა ზომავს ინდივიდის მიღწევის, ძალაუფლებისა და აფილაციის მოთხოვნილებების ქულებს. ამ მაჩვენებლების მეშვეობით ადამიანებს შეგვიძლია შევთავაზოთ ისეთი სამუშაო ტიპები, რომლებსაც პიროვნება შეესაბამება.

[რედაქტირება] მაკლელანდის მოთხოვნილების თეორია (სამი მოთხოვნილების თეორია)

მაკლელანდის თანახმად უმეტესი ადამიანების მოთხოვნები ან მოტივები შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც:

  • მიღწევის მოთხოვნილება - სურვილი შეასრულო ძნელი და გამომწვევი ამოცანები წარმატებით.
  • ძალაუფლების მოთხოვნილება - სურვილი გქონდეს უფლებამოსილება, გავლენა, ძალაუფლება.
  • აფილაციის მოთხოვნილება - სურვილი გქონდეს ჰარმონიული ურთიერთობები სხვა ადმიანებთან.

მან აღმოაჩინა, რომ ინდივიდის მოტივაცია და ეფექტურობა განსაზღვრულ სამუშაოში ამ სამი მოთხოვნილების ზეგავლენითაა გამოწვეული. მაკლელანდმა აღნიშნა, რომ ადამიანებს საერთოდ 3-ვე მოთხოვნილება აქვთ. ერთ-ერთი მოთხოვილება კი არის დომინანტური. ის თუ ამ სამი მოთხოვნილებიდან რომელი იქნება დომინანტური დამოკიდებულია როგორც ინდივიდუალურ მახასიათებლებზე, ასევე ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე.

1.ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მიღწევის მაღალი მოთხოვნილება:

  • სურთ შეასრულონ ძნელი და გამომწვევი ამოცანები წარმატებით.
  • უყვართ მარტო ან ისეთ ადამიანებთან მუშაობა , რომლებსაც ასევე მაღალი აქვთ მიღწევის მოთხოვნილება.
  • ერიდება ძალიან რთული ან ისეთი მიზნების დასახვას სადაც წარმატების შანსი ძალიან მაღალია.

2.ადამიებს რომლებსაც აქვთ აფილაციის მაღალი მოთხოვნილება:

  • სურთ მოსწონდნენ და მიიღონ სხვა ადამიანებმა
  • ტენდენცია აქვთ სამუშაო ჯგუფში არსებული ნორმებისადმი კომფორმულები იყვნენ
  • ურჩევნიათ თანამშრომლობა ვიდრე შეჯიბრი
  • სიამოვნებთ ჯგუფის წევრობა

3.ადამაინებს, რომლებსაც აქვთ ძალაუფლების მაღალი მოთხოვნილება:

  • სურთ ჰქონდეთ უფლებამოსილება, გავლენა.

ის იღებს ორ ფორმას: 1.პიროვნულს 2.ინსტიტუციონაურს

  • მათ ვისაც სურს პერსონალური ძალაუფლება , სურთ მართონ სხვები. ეს მოთხოვნლება ხშირად აღიქმება როგორც არასასურველი.
  • მათ ვისაც სურთ ინსტიტუციონალური ძალაუფლება(ასევე ცნობილია როგორც სოციალური ძალაუფლება)სურთ სხვების ძალისხმევის მართვა რაიმე მნიშვნელოვანი იზნის მისაღწევად, ისეთი ს როგორიცაა ორგანიზაციის მართვა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Biography - David C. McClelland retrieved June 24, 2008
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე