დევიდ კოპერფილდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დევიდ კოპერფილდი
Copperfield cover serial.jpg
ავტორი ჩარლზ დიკენსი
ილუსტრატორი ჰებლოტ ნაიტ ბრაუნი
გარეკანის მხატვარი ჰებლოტ ნაიტ ბრაუნი
ქვეყანა ბრიტანეთი
ენა ინგლისური
სერია ყოველთვიური: მაისი 1849 – ნოემბერი 1850
ჟანრი მხატვრული ლიტერატურა
სოციალური კრიტიკა
გამომცემელი Bradbury & Evans
გამოცემის თარიღი 1850
მედია რბილი და მაგარი ყდები
გვერდი 721
წინამორბედი დომბი და შვილი
მომდევნო ცივი სახლი

დევიდ კოპერფილდი (სრული ორიგინალური სათაური - The Personal History, Adventures, Experience and Observation of David Copperfield the Younger of Blunderstone Rookery (Which He Never Meant to Publish on Any Account) — ჩარლზ დიკენსის რიგით მერვე რომანი, რომელიც პირველად 1850 წელს გამოიცა. ისევე, როგორც წინამორბედი ნაწარმოებები, იგი მანამდე ქვეყნდებოდა ნაწილ-ნაწილ. წიგნში გამოყენებული სიუჟეტური ელემენტები აღებულია დიკენსის პირადი ცხოვრებიდან. „დევიდ კოპერფილდი“ ითვლება დიკენსის ყველაზე ავტობიოგრაფიულ რომანად.

სიუჟეტი[რედაქტირება]

დევიდ კოპერფილდი დაიბადა მამის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ. როდესაც შვიდი წლის იყო, დედამისმა სხვა მამაკაცთან, მისტერ მერდსტოუნთან იქორწინა. მამინაცვალთან ბიჭუნას იმ დროიდან უსიამოვნებები ჰქონდა. მოგვიანებით მათი სახლის მართვა მერდსტოუნის დას დაევალა, ხოლო მამინაცვალმა დევიდის ცემას უმატა, ვინაიდან ბიჭუნას სასკოლო მოსწრებით უკმაყოფილო იყო.

მერდსტოუნის მოთხოვნით დევიდი კერძო სკოლაში გადაიყვანეს, სადაც, მასწავლებელთა ზეწოლის მიუხედავად, მეგობრებთან ურთიერთობა სიამოვნებდა. ამასობაში მისი დედა გარდაიცვალა და მერდსტოუნმა კოპერფილდი გააგზავნა ლონდონში, მის კუთვნილ ქარხანაში სამუშაოდ. ქარხანაში მისი უფროსი უილკინს მიკობერი, რომელიც მიუხედავად დიდი სიღარიბისა, ყოველთვის ოპტიმიზს ინარჩუნებს.

მიკობერი დავალიანების გამო ციხეში ამოჰყოფს თავს, ხოლო დევიდი, რომელსაც მობეზრდა სიღარიბე, პაპიდასთან, ბეტსი ტროტვუდთან გადასახლდება. იგი ექსცენტრიული ხასიათის არის და მერდსტოუნის მცდელობები, ბიჭუნა წაართვას, უშედეგოდ დასრულდება.

სიუჟეტის მსვლელობისას დევიდის ცხოვრებაში ჩნდება და ქრება ესა თუ ის პერსონაჟი. იგი ყალიბდება შესანიშნავ ახალგაზრდა მწერლად. გადის დრო და იგი სტუმრობს თავისი პაპიდის იურისტს, მისტერ უიკფილდს, რომელიც ალკოჰოლიზმში, მსახურ ურია ჰიპის უშუალო თანამონაწილეობით ეფლობა. ჰიპი მოხუცის ზურგს უკან საკუთარ ბნელ საქმიანობას ეწევა.

გახდება რა უიკფილდის პარტნიორი, ჰიპი სამუშაოდ აიყვანს მიკობერს. უკანასკნელი, კოპერფილდთან ერთად, გამოააშკარავებს ჰიპს. ამასთან ერთად, მოთხრობილია სტირფორტის ამბავი, რომელმაც შეაცდინა ობოლი გოგონა ემილი და მასთან ერთად ევროპაში გაიქცა - ეს ამბავი ტრაგიკულად სრულდება.

ამასობაში დევიდს უყვარდება დორა სპენლოუ, რომელიც შემდგომში მისი მეუღლე ხდება. მოგვიანებით, მისი გარდაცვალების შემდეგ, დევიდი საბოლოოდ ბედნიერი ხდება, უიკფილდის ახალგაზრდა ასულ აგნესთან ერთად.

წარმატება და დადგმები[რედაქტირება]

რომანს დიდი წარმატება ხვდა წილად. იგი არა მხოლოდ არაერთხელ იქნა გამოცემული მსოფლიოს ხალხთა ენებზე, არამედ დაიდგა რადიო, სასცენო თუ კინო სივრცეში.

დევიდ კოპერფილდის პატივსაცემად ფსევდონიმი აიღო დევიდ სეთ კოტკინმა, მსოფლიოში ცნობილმა ილუზიონისტმა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]