დევიდ ბექჰემი
|
||||
| პირადი მონაცემები | ||||
| სრული სახელი | დევიდ რობერტ ჯოზეფ ბექჰემი | |||
| დაბ. თარიღი | 2 მაისი 1975 | |||
| დაბ. ადგილი | ლეიტონსტოუნი (ლონდონი), დიდი ბრიტანეთი | |||
| სიმაღლე | 183[1] სმ. | |||
| პოზიცია | ნახევარმცველი | |||
| ეროვ. ნაკრები | 1996–2009 ინგლისი 115 (17) | |||
დევიდ რობერტ ჯოზეფ ბექჰემი (ინგ. David Robert Joseph Beckham) (დ. 2 მაისი 1975[2], ლეიტონსტოუნი (ლონდონი), დიდი ბრიტანეთი) — ინგლისელი ფეხბურთელი. 2000-2006 წლებში ინგლისის ეროვნული გუნდის კაპიტანი იყო. 2005 წლის დეკემბრისთვის ბექჰემი ერთ-ერთი იყო სულ ოთხი ფეხბურთელიდან, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგაში 100-ჯერ ითამაშა. ის ასევე ერთადერთი ინგლისელია, რომელსაც გოლი აქვს გატანილი სამ სხვადასხა მსოფლიო ჩემპიონატზე.
ბექჰემის პოპულარობა საფეხბურთო მოედანს სცილდება; მისი სახელი ასევე უკავშირდება მულტიეროვნული კომპანიების პეპსისა და აი-ბი-ემის სარეკლამო სახეს. ბეკჰემის კარიერა დაიწყო მანჩესტერ იუნაიტედში პროფესიონალური კონტრაქტის მოწერიდან, სადაც პირველად ჩნდება გუნდში 1992 წელს 17 წლის ასაკში. მას დიდი წვლილი მიუძღვის ამ კლუბის 1999 წლის ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებაში. 2003 წელს რეალ მადრიდში გადადის. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატში ინგლისის გავარდნის შემდეგ 31 წლის ასაკში ინგლისის გუნდის კაპიტნობას თავს ანებებს.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური საიტი
- დევიდ ბექჰემი „Facebook“-ზე
- დევიდ ბექჰემი — ფიფას ჩანაწერი (ინგლისური)
- დევიდ ბექჰემის აკადემია
- პროფილი mlssoccer.com-ზე
- პროფილი Realmadrid.com-ზე
- პროფილი ManUtd.com-ზე
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ “David Beckham“, Soccerbase. წაკითხვის თარიღი: 9 September 2008.
- ↑ “David Beckham – Rise of a footballer“, BBC, 19 August 2003. წაკითხვის თარიღი: 9 September 2008.
სტატიის