დევიაცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დევიაციაქცევის აღნიშნვა, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში აღიარებულ ნორმებს. რობერტ მერტონის აზრით, დევიანტური მოქმედება წარმოიქმნება მაშინ, როდესაც საზოგადოებაში (კულტურაში) აქცენტირებული მიზნების მიღწევა ხდება სოციალურად დაუშვებელი (არანორმალური, არაინსტიტუციური), თუმცა შესაძლოა ტექნიკურად ეფექტიანი საშუალებების გამოყენებით. დევიაცია სოციალურად კონსტრუირებული მოქმედებაა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არ არსებობს ქმედება, რომელიც თავისთავად, სოციალური კონტექსტისაგან განყენებულად, არანორმალურია (ნორმიდან გადახრილია), ანუ დასაგმობია ნებისმიერი საზოგადოების მიერ ნებისმიერ დროს. პირიქით, დევიაცია სიტუაციური და კონტექსტუალურია. მაგალითად, ადამიანის მოკვლა დევიანტურია ჩვეულებრივ (მშვიდობიან) სიტუაციაში, მაგრამ ნორმალურია, მეტიც — მოითხოვება ომის კონტექსტში. ამდენად, ყველა სოციალური ქმედება იმართება და რეგულირდება წესების საფუძველზე, მაგრამ, ჯერ ერთი, თავად წესებია სხვადასხვა განსხვავებული კონტექსტისათვის და მეორეც, ისინი ცვალებადია და მუდმივად ვარირებს სოციალურ დროსა და სივრცეში. აქ ჩნდება კიდევ ერთი პრობლემა: შესაძლოა, ინდივიდის ესა თუ ის ქმედება ფორმალურად განიხილებოდეს როგორც დევიანტური, მაგრამ მას მაინც არ „მიეკეროს“ დევიანტის იარლიყი, რამდენადაც, გარემოების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი აზრი არ აღიარებს ნორმის დარღვევად.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004