დედე გორგუდის წიგნი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„დედე გორგუდის წიგნი“, „დედე ქორქუთის წიგნი“ (სრული სათაურია „პაპაჩემის ქორქუთის წიგნი ოღუზთა ტომის ენაზე“), ოღუზი ტომების საგმირო ეპოსი. ერთიანი სიუჟეტი არ გააჩნია. შედგება შესავლისა და 12 სიმღერისაგან. შესავალი ეხება ოღუზს — ხალხური სიბრძნისა და პოეზიის სიმბოლოს. სიმღერებში გადმოცემულია ოღუზი გმირების ცხოვრება და ბრძოლა „ურწმუნოებთა“ (მ. შ. ქართველებთან). XV საუკუნეში ეს უძველესი ეპიკური თქმულებები ლიტერატურულად დამუშავდა. მათი ერთი ნაწილი შუა აზიიდან აზერბაიჯანსა და მცირე აზიაში გავრცელდა და აქ ახალი სიუჟეტებით გამდიდრდა. ვარაუდობენ, რომ ეპოსის IV სიმღერაზე ქართულმა „ამირანიანმა“ მოახდინა გავლენა („სიმღერა ამრანზე ბექილის შვილზე“).

„დედე გორგუდის წიგნი“ მოღწეულია ორი ხელნაწერით — დრეზდენისა (1585) და ვატიკანისა (XVI საუკუნის შუა წლები).

[რედაქტირება] გამოცემები

  • Ergin Muharrem, Dede Korkut kitabi, c. 1, Ankara, 1958;
  • დედე ქორქუთის წიგნი. ამბავი დირსე-ხანის ძის ბუღაჩ-ხანისა, კრ.: არმაღანი, თბ., 1977;
  • Книга моего деда Коркута, М.-Л., 1962

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ჩლაიძე ლ., ქსე, ტ. 3, გვ. 432, თბ., 1978
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე