დედან კიმატი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძეგლი ნაირობში

დედან კიმატი (დ. 31 ოქტომბერი 1920 – გ. 18 თებერვალი, 1957) – მაუ-მაუს აჯანყების ერთ-ერთი მეთაური კენიაში 1952–1956 წწ.

ეკუთვნის კიკუიუს ეთნიკურ ჯგუფს. დაამთავრა მისიონერული სკოლა. მუშაობდა სოფლის დაწყებით სკოლაში მასწავლებლად. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მსახურობდა ბრიტანეთის კოლონიურ ძალებში.

1940-იანი წლების დასასრულს შეუერთდა იატაკქვეშა ორგანიზაციას «მიწისთვის და თავისუფლებისთვის». გახდა ერთ-ერთი პირველი ორგანიზატორი კიკუიუს ხალხის «ტყის რაზმისა». 1952 წლის ოქტომბრიდან აბერდერის მთიანი მასივის ტყეებში ჩამოაყალიბა აჯანყებულთა მსხვილი გაერთიანება «არმია მიწისთვის და თავისუფლებისთვის». მოაწყო თავდასხმა თეთრი მოსახლეობის დასახლებებზე და ადგილობრივი ადმინისტრაციის ჩინოვნიკებზე, აწყობდა დივერსიულ აქტებს.

1956 წლის ოქტომბერში ტყვედ აიყვანეს, სასამართლოს შემდეგ ჩამოახრჩვეს როგორც ყაჩაღი.