დახმარება:ქართული კლავიატურა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართული კლავიატურის მხარდაჭერა სისტემებზე:

სექციების სია

Windows სისტემები

Windows 7

Windows 7-ზე ქართული კლავიატურის დაყენება საკმაოდ მარტივია. ამისთვის საჭიროა 3 ნაბიჯის განხორციელება:

  • 1. დესკტოპის ქვემო მარჯვენა კუთხეში განთავსებული ორი ასოსგან შემდგარ (იხ. სკრინშოტი) ენის კოდზე უნდა დააჭიროთ მარჯვენა ღილაკით. გამოჩენილ ფანჯარაში აირჩიეთ "Settings" პუნქტი.
ქართული კლავიატურის დაყენება 7ზე 1.png
  • 2.ახლად გახსნილ ფანჯარაში დააჭირეთ "Add" ღიალკს (იხ. სქრინშოტი)
ქართული კლავიატურის დაყენება 7ზე 2.png
  • 3. ახლად გახსნილ ფანჯარაში იპოვეთ "ქართული" (Georgian), დააწკაპუნეთ ფანჯრის მარცხენა ნაწილში განთავსებულ პლიუსზე მაუსის მარცხენა ღილაკით, შემდეგ დაუსვით, მაუსის მარჯვენა ღილაკის მეშვეობით, მონიშნეთ შესაბამისი ველები, როგორც ნაჩვენებია სქრინშოტზე, რის შმედეგაც დააჭირეთ "OK" ღილაკს.
ქართული კლავიატურის დაყენება 7ზე 3.png

Windows XP

კლავიატურის დაყენებამდე პირველ რიგში დაგჭირდებათ რაიმე unicode ქართული შრიფტი (მაგალითად, BPG ან sylfaen.ttf). ასევე ხელთ უნდა გქონდეთ Windows XP-ს საინსტალაციო დისკი.

ინგლისურენოვანი Windows XP-ს შემთხვევაში:

1. შედით Start->Settings->Control Panel->Regional and Language Options

Control Panel.png

2. გადადით Languages დაფაზე და ჩართეთ "Install files for complex script...":

Regional Languages.png

OK ღილაკზე დაწკაპუნების შემდგომ, შესაძლებელია სისტემამ მოითხოვოს Windows XP-ს საინსტალაციო დისკი. ჩადეთ დისკი, დაელოდეთ ინსტალირების დასრულებას და გადატვირთეთ კომპიუტერი.

3. გადატვირთვის შემდეგ საჭიროა GEO_KEYBOARD.zip არქივის გადმოწერა აქედან. დაიმახსოვრეთ იგი ლოკალურ დისკზე (მაგალითად სამუშაო მაგიდაზე "Desktop"), გახსენით და გაუშვით go.bat ფაილი. წარმატებული ჩადგმის შემთხვევაში უნდა მიიღოთ შემდეგი ორი შეტყობინება:

Reg message 1 Georgian Layout.png

დააწკაპუნეთ Yes

Reg message 2 Georgian Layout.png

და შემდგომ OK.


4. შედით Start->Settings->Control Panel->Regional and Language Options და დააწკაპუნეთ Detail ღილაკზე:

Regional Language Georgian Options.png

დააწკაპუნეთ Add ღილაკზე:

Input Languages.png

ენის (Input language) და კლავიატურის განლაგების (Keyboard layout/IME) ველებში აირჩიეთ ნახატზე ნაჩვენები მნიშვნელობები:

Georgian Layout.png

ყველა ფანჯარაში ამოირჩიეთ OK და ბოლოს გადატვირთეთ კომპიუტერი.

Windows Vista

XP–სგან განსხვავებით, Windows Vista-ში ქართული შრიფტის მხარდაჭერა სისტემაში სტანდარტულადვე ინტეგრირებულია, ე.ი. საინსტალაციო დისკის გამოყენება აღარაა საჭირო (როგორც ეს Windows XP–ში იყო აუცილებელი). მაგრამ, სამწუხაროდ, აქაც ქართული ასოები არაა „მიბმული“ ლათინური კლავიატურის განლაგებასთან, რაც ქართულად წერისას ძლიერ მოუხერხებელია.
ასე რომ, ჩვენი მიზანია აქ – "მივაბათ" ქართული ასოები შესაბამის ლათინურებს.
ამას ჩვენ მივაღწევთ Windows Vista–ში პატარა ჩარევით (ავტორი ხმარობს გერმანულ სისტემას. მიუხედავად ამისა, ეკრანის ანაბეჭდების დახმარებით შესაბამისი ფანჯრებისა და ფუნქციების მოძებნა სხვაენოვან სისტემებშიც ლოგიკური და იოლია).

უპირველეს ყოვლისა ინტერნეტიდან საჭიროა ILKBD2.zip არქივის გადმოწერა, მაგ. აქედან.
დაიმახსოვრეთ იგი ლოკალურ დისკზე (მაგ., სამუშაო მაგიდაზე „Desktop“), გახსენით არქივი და მიიღეთ - 1) ფაილი setup.exe და 2) დაფთარი KBD:

KBD.jpg

გაუშვით setup.exe ფაილი და დააწკაპუნეთ აქ: Georgian Unicode (English Layout):

Georgianunicodeenglish.jpg

წარმატებული ჩადგმის შემთხვევაში უნდა მიიღოთ შემდეგი შეტყობინება:

Close.jpg

დააწკაპუნეთ „Close“–ზე და დაასრულეთ ინსტალაცია.
თუ ინსტალაცია წარმატებით დასრულდა, უკვე შეგიძლიათ გადართოთ ქართულ განლაგებაზე და წეროთ:

Georgianscript.jpg

UNIX სისტემები

Mac OS X

Mac OS X „ლეოპარდს“ (10.5) უკვე გააჩნია ქართული შრიფტის ამოცნობის შესაძლებლობა, თუმცა მას არ მოყვება კლავიატურის განლაგება. ამიტომაც, ოპერაციული სისტემის ძველი ვერსიების მფლობელებმა და კლავიატურის განლაგების დაყენების მსურველებმა, შეგიძლიათ გადმოწეროთ საჭირო ფაილები და გაეცნოთ დაყენების დეტალურ ინსტრუქციას შემდეგ საიტზე:

ლინუქსი (KDE გარემო)

KDE-გარემოში მომუშავეებისთვის:
ეს ხერხი დაწერილია SuSE 10.3-ს ხმარებისას, თუმცა ნებისმიერი ლინუქსის გამოცემის/KDE-გარემოში იდენტურ ნაბიჯებს შეგიძლიათ მიჰყვეთ
1. გახსენით: Menu-Control Panel KDE menu suse.jpg



2. Control Panel-ში შედით: Regional & Accessebility KDE cntr panel.jpg



3. შემდგომ აირჩიეთ Keyboard Layout და ფანჯრის მარჯვენა მხარეს აღნიშნეთ Enable Kyeboard Layouts. შემდგომ შეამჩნევთ რომ კლავიატურების
ცხრილი გააკტიურდა, აქ ამოირჩიეთ Georgia და დააჭირეთ ღილაკს Add. შენიშნავთ რომ არსებული კლავიატურების სიას ქართულიც დაემატა. KDE cntr panel keyb layout.jpg


4. შემდგომ - სიას ქართული კლავიატურა რომ დაემატება აირჩიეთ ის და აღნიშნეთ ღილაკი Include Latin Layout KDE ctrl panel addlatinLayout.jpg


5. და რა თქმა უნდა ამას დავასრულებთ ღილაკი Apply დაჭერით. და როგორც წესი თქვენ Desktop(taskbar)-ის ნაწილში უნდა გამოჩნდეს პატარა ღილაკი აქტიური
კლავიატურის იკონით. ამ იკონაზე დაჭერით თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი კლავიატურა KDE keyb icon.jpg

ლინუქსი (Gnome გარემო)

Gnome-გარემოში მომუშავეებისთვის:
Gnome-გარემოში ქართული კლავიატურის დამატება ძალიან იოლია, იგი ერთი ეკრანის ანაბეჭდიდანაც ნათლად ჩანს: Ubunutu-georgian.png

ეს ხერხი მოყვანილია Ubuntu 7.10-ის მაგალითზე. მიუხედავად ამისა, მან უნდა იმუშაოს ნებისმიერ ლინუქსში, რომელიც გამოიყენებს GNOME გრაფიკულ გარსს.


Mozilla Firefox (ნებისმიერი ოპერაციული სისტემისთვის)

თუ თქვენ იყენებთ Mozilla Firefox-ს (გადმოწერა), მაშინ, მიუხედავათ ოპერაციული სისტემისა, შეგიძლიათ წეროთ ქართულად (და არა მარტო), სისტემაში დამატებითი რეგიონალური საეონო ფაილების ჩადგმის გარეშე. ამისათვის საჭიროა დააყენოთ Mozilla Firefox-ის დამატება - Transliterator-ი, რომელსაც შეუძლია „online“ რეჟიმში გადაიყვანოს ლათინური ასო-ნიშნებით აკრეფილი ტექსტი, სასურველ დამწერლობაში (ენების სიისთვის იხ. ტრასლიტერატორის გვერდი).

  • დამატების დაყენების შემდეგ, აირჩიეთ სასურველი ენა: „Tools“ მენიუ >> „Transliterator Options“;
  • ტრასლიტერატორის გასააქტიურებლად დააწკაპუნეთ სასურველ ველში, დააჭირეთ F2 ღილაკს და დაიწყეთ წერა.


შენიშვნა: დამატება შეიცავს ლათინურ-ქართული ასო-ნიშნების ორ შესაბამისობას:
1. Georgian/ქართული (Transliteration)

[a - ა], [b - ბ], [g - გ], [d - დ], [e - ე], [v - ვ], [z - ზ], [t - თ], [i - ი], [k' - კ], [l - ლ], [m - მ], [n - ნ], [o - ო], [p' - პ], [zh - ჟ], [r - რ], [s - ს], [t' - ტ], [u - უ], [p - ფ], [k - ქ], [gh - ღ], [q' - ყ], [sh - შ], [ch - ჩ], [ts - ც], [dz - ძ], [ts' - წ], [ch' - ჭ], [kh - ხ], [j - ჯ], [h - ჰ]

2. Georgian/ქართული (Typing) - შედარებით გავრცელებული

[a - ა], [b - ბ], [g - გ], [d - დ], [e - ე], [v - ვ], [z - ზ], [T - თ], [i - ი], [k - კ], [l - ლ], [m - მ], [n - ნ], [o - ო], [p - პ], [J - ჟ], [r - რ], [s - ს], [t - ტ], [u - უ], [f - ფ], [q - ქ], [R - ღ], [y - ყ], [S - შ], [C - ჩ], [c - ც], [Z - ძ], [w - წ], [W - ჭ], [x - ხ], [j - ჯ], [h - ჰ]


ასევე, სურვილისამებრ შეგიძლიათ განლაგების შეცვლა!

1. ამისათვის, ძიების ველში „http://...“ კოდის მაგივრად აკრიფეთ „about:config“, გახსნილ გვერდზე მოძებნეთ extensions.transliterator.layouts.georgian და მასზე მარჯვენა დაწკაპუნებით >> modify, შემდეგ არსებული სტრიქონში შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა, შემდეგნაირად:["R", "ღ"] გადავაკეთოთ ["G", "ღ"]
2. შემდეგ, ისევ ვაჭერთ extensions.transliterator.layouts.georgian და მარჯვენა დაწკაპუნებით >> NEW - ვამატებთ Boolean-ს, ვარქმევთ სახელს extensions.transliterator.layouts.georgian.case_sensitive და toggle-ში ვრთავთ - true-ს.

მიიღებთ შემდეგს - extensions.transliterator.layouts.georgian.case_sensitive;true. დახურეთ ფანჯარა და ისიამოვნეთ.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ - Transliterator

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე
ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები