დაში-დორჟო ითიგელოვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დაში-დორჟო ითიგელოვი (1852-1927)

დაში-დორჟო ითიგელოვი (რუს. Даши-Доржо Итигэлов) (დ. 1852 — გ. 1927) იყო ტიბეტური ბუდიზმის ბურიატი ლამა; ცნობილია მისი ცოცხლის მსგავსი სხეულით, რომელიც არ განიცდის ლპობას.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ითიგელოვი დაიბადა 1852 წელს და რელიგიური განათლება დაიწყო 16 წლისამ. სწავლობდა ანინსკის დაცანში (ბუდისტური უნივერსიტეტი ბურიატიაში, რომლისგან მხოლოდ ნანგრევებიღა დარჩა), მიიღო დიპლომი მედიცინასა და ფილოსოფიაში. ამ დროისთვის დაწერა ფარმაკოლოგიის ენციკლოპედია.

1911-ში დაინიშნა მე-12 პანდიდო ქამბო ლამად, ამ დროს მოახდინა ბურიატელთა შორის ბუდიზმის აყვავება. 1913-1917 წლებში, ითიგელოვი იმპერიალური რუსეთის სულიერი ცხოვრების გამოჩენილი წარმომადგენელი იყო. მან რომანოვების სახლის სამასი წლის იუბილეში მიიღო მონაწილეობა და გახსნა გუნზეჩოინეის დაცანი, პირველი ბუდისტური ტაძარი სანქტ-პეტერგურგსა და საერთოდ - ევროპაში.

პირველი მსოფლიო ომის დროს, თავმჯდომარეობდა „ბურიატ ძმათა“ კავშირს, ორგანიზაცია, რომელიც რუსეთის ჯარს ეხმარებოდა ფულით, მარაგით, ტანსაცმლითა და წამლებით. ასევე ეხმარებოდა რამდენიმე საავადმყოფოს დაარსებაში, ექიმ ლამებთან ერთად ეხმარებოდა დაჭრილ ჯარისკაცებს. ითიგელოვი ამდაგვარი ქველმოქმედებისთვის წმ. ანას ორდერით დაჯილდოვდა.

1926 წელს ითიგელოვმა ბუდისტ ბერებს რუსეთის დატოვება ურჩია, როდესაც „წითელი სწავლება მოდიოდა მიწაზე“, თავად კი ქვეყანაში დარჩენა არჩია. ერთი წლის შემდეგ, 75 წლისამ, სხვა ლამებს მედიტაციის ცერემონიებისა და დაკრძალვის წესების დაწყება თხოვა, რადგან თქვა, რომ კვდებოდა. ლამებს კი არ სურდათ ამის გაკეთება, რადგან ითიგელოვი კვლავ ცოცხალი იყო. შედეგად, ითიგელოვმა მარტომ დაიწყო მედიტირება, სანამ სხვა ლამებიც არ შეუერთდნენ და მალე მისმა სხეულმა სუნთქვა შეწყვიტა.

სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ[რედაქტირება]

ითიგელოვმა ანდერძად დატოვა ისე დაემარხათ, რა პოზაშიც სიკვდილის დროს იყო - „ლოტოსის პოზიციაში“ მჯდომარე.

1955-სა და 1973-ში ბუდისტმა ბერებმა ითიგელოვის სხეული შეამოწმეს და გაოცდნენ, როდესაც ხრწნის ვერანაირი ნიშანი აღმოაჩინეს. ამ ამბის გახმაურების სასტიკი წინააღმდეგნი იყვნენ კომუნისტური რუსეთის ანტითეისტური ავტორიტეტების გამო და სხეული 2002 წლამდე ადგილზე დატოვეს.

2002 წლის 11 სექტემბერს ითიგელოვის სხეული რუსეთის ბუდისტთა სანგჰის ლიდერთა თანდასწრებით საბოლოოდ დააექსჰუმირეს. სხეული ივოლგინსკის დაცანში გადაიტანეს (დღევანდელი ჰამბო ლამას რეზიდენცია), სადაც ბერებმა, მეცნიერებმა და პათოლოგისტებმა საგულდაგულოდ შეამოწმეს. სხეულის შესახებ ოფიციალური განცხადება ასე გამოიცა - ის იყო „იმ ვიღაცის მდგომარეობაში, ვინც 36 საათის წინ გარდაიცვალა“, ძალიან კარგად შენახული, ყოველგვარი ხრწნის ნიშნების გარეშე, მთელი კუნთებითა და შიდა ბიოლოგიური ქსოვილებით, რბილი სახსრებითა და კანით.[1]

ბუდისტი ბერები მას ცოცხალი ადამიანის მსგავსად უახლოვდებიან და ხელს ართმევენ. ზოგი სასულიერო პირი ამტკიცებს, რომ ითიგელოვი კვლავ ცოცხალია და უბრალოდ ნირვანისმგვარ მდგომარეობაშია. 2003 წლის 23 აპრილს, ბუდისტურმა კონფერენციამ დაში-დორჟო ითიგელოვის სხეული რუსეთის ერთ-ერთ ბუდისტუს წმინდა საგნად აღიარა; 2005-ში კი მისი სხეული, სხვა ხალხთან კონტაქტისთვის, გარეთ გამოიტანეს, ყოველგვარი ტემპერატურისა და ტენიანობის რეჟიმის დაუცველად.

სქოლიო[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]