დაღუპული ჯარისკაცების მემორიალი (კაგალნიცკაია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაღუპული ჯარისკაცების მემორიალი
Мемориал павшим воинам
კოორდინატები 46°52′18″N 40°10′02″E / 46.8716° ჩ. გ. 40.1673° ა. გ. / 46.8716; 40.1673
მდებარეობა კაგალნიცკაია, რუსეთი
არქიტექტორი ივან ჟუკოვი
მოქანდაკე ს. მუხა, ა. დემენტიევი
თარიღდება 1984-1986

დაღუპული ჯარისკაცების მემორიალი (რუს. Мемориал павшим воинам) — დიდ სამამულო ომში მონაწილეთა ძეგლი. მდებარეობს სტანიცა კაგალნიცკაიაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად სტანიცა კაგალნიცკაიის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობდა დიდი სამამულო ომისა და რუსეთის სამოქალაქო ომის ხუთი მონაწილის ძეგლი. 1984 წლის აპრილში სკკპ-ის კაგალნიცკის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომმა გადაწყვიტა კომპლექსისა და საერთო სასაფლაოს გადატანა.

ძეგლის გახსნას წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი სამუშაოები. საძიებო ჯგუფი ეწვია ყველა სოფელს სადაც არსებობდა ძეგლი, შეისწავლა მათი ისტორია. არქივებში მოიძიეს ინფორმაცია ომში მონაწილე კაგალნიცკის რაიონის წარმომადგენლებზე. საძიებო სამუშაოების შედეგად გამოიცა „ხსოვნის წიგნი“, სადაც შეიტანეს დიდ სამამულო ომში კალაგლნიცკის რაიონიდან დაღუპულ ჯარისკაცთა სახელები.

ორ წელზე ცოტა ნაკლები პერიოდი მოუნდა როსტოვის საოლქო სამხატვრო ფონდის თანამშრომლები, მოქანდაკე - ს. მუხა, და ა. დემენტიევა, არქიტექტორი - ი. ჟუკოვა მონუმენტის შექმნას. 1986 წელს ფაშიზმზე გამარჯვების 41-ე წლისთავთან დაკავშირებით რაიონის ცენტრში ძმათა სასაფლაოდან გადაასვენეს მეომართა ნეშტი და გაიმართა მემორიალის საზეიმო გახსნა. მემორიალის გახსნის უფლება მისცეს შრომისა და ომის ვეტერანს, რაიონის ვეტერანთა საბჭოს ხელმძღვანელს ი. ჟიბცოვს. სამგლოვიარო მუსიკის ფონზე ჯარისკაცთა ნეშტი ჩაასვენეს საფლავებში, ისმოდა სსრკ-ის ჰიმნი. მუდმივი ცეცხლი აანთებინეს მშვიდობის საბჭოთა ფონდის სტანიცა კიროვის ხელმძღვანელს ფ. ბაშლაევს.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მემორიალის სიმაღლეა 6,5 მეტრი, მასზე ამოკვეთილია ხუთქიმიანი ვარსკვლავი. ძეგლის გასაფორმებლად დგამოყენებულია ბეტონი, ვარდისფერი ტუფი, მარმარილო და სპილენძი. გარშემო მდებარეობს მემორიალური დაფები ომში დაღუპული მემორიალის სახელებით.

კვარცხლბეკზე სამი მარმარილოს ფილაა, მასზე ამოკვეთილია 140-ზე მეტი დაკრძალული მეომრის სახელი რომლებიც დაიღუპნენ კაგალნიცკაიის გათავისუფლბისას 1942 წლის ივლისიდან 1943 წლის თებერვლამდე.

მემორიალს გარს აკრავს სკვერი. მემორიალური კომპლექსი წარმოადგენს კაგალნიცკის რაიონის პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების ცენტრს. მასთან ყოველწლიურად იკრიბებიან ვეტერანები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]