დაღვერილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დაღვერულა)
დაღვერილა
კოორდინატები: 42°28′11″ ჩ. გ. 43°35′05″ ა. გ. / 42.469722° ჩ. გ. 43.584917° ა. გ. / 42.469722; 43.584917
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული საჩხერის მუნიციპალიტეტი, ონის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2723 
ქედი რაჭის ქედი
დაღვერილა — საქართველო
დაღვერილა
დაღვერილა — იმერეთის მხარე
დაღვერილა

დაღვერილამთა საქართველოში, იმერეთის მხარის საჩხერის მუნიციპალიტეტისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს რაჭის ქედზე, მდინარე თედელეთისწყლის სათავეში (ყვირილის აუზი). სიმაღლე ზღვის დონიდან 2723 მ. აგებულია ბაიოსური ტუფოგენური ქანებით. ქვედა კალთებზე წიფლნარი და მუქწიწვოვანი ტყეებია, ზემოთ — სუბალპური და ალპური მდელოები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]