დაუსრულებელი თხზულებები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დაუსრულებელი ამბები)
„დაუსრულებელი თხზულებები“
Unfinished Tales

დაუსრულებელი თხზულებები, ორიგინალური გამოცემის ყდა
ავტორი ჯ. რ. რ. ტოლკინი
ილუსტრატორი სხვადასხვა
გარეკანის მხატვარი სხვადასხვა (2010 წლის გამოცემის ყდა ეკუთვნის ტედ ნასმითს)
ქვეყანა ინგლისი
ენა ინგლისური
ჟანრი ალტერნატიული ისტორია
ფენტეზი
გამომცემელი George Allen & Unwin
გამოცემის თარიღი 1980
მედია რბილი ყდა, მაგარი ყდა
წინამორბედი სილმარილიონი
მომდევნო შუამიწეთის ისტორია

„დაუსრულებელი თხზულებები“ (ინგლ. Unfinished Tales) (აგრეთვე ცნობილი როგორც „ნუმენორისა და შუახმელეთის დაუსრულებელი თხზულებები“) — ჯ. რ. რ. ტოლკინის თხზულებებისა და ესეების კრებული, გამოცემული მისი შვილის, კრისტოფერ ტოლკინის რედაქციით.

განსხვავებით „სილმარილიონისგან“, სადაც წარმოდგენილია არდის სამყაროს ქრონოლოგია, დაწყებული მისი შექმნით და ამა თუ იმ ამბის თხრობაც ბოლომდეა მიყვანილი, წიგნში „დაუსრულებელი თხზულებები“ ეფუძნება ტოლკინის დაუსრულებელ ხელნაწერებს. ამასთან, ყოველ მოთხრობას თან ახლავს ახსნა-განმარტებები, სადაც გამოხატულია ვარაუდები ამა თუ იმ ამბის შესაძლო განვითარებაზე - ისევ სხვა ხელნაწერებიდან გამომდინარე.

ისევე, როგორც სილმარილიონის შემთხვევაში, კრისტოფერ ტოლკინმა ეს წიგნიც გამოსცა მხოლოდ მაშინ, როდესაც საფუძვლიანად შეისწავლა მამის მიერ არქივში დატოვებული ჩანაწერები. "დაუსრულებელი თხზულებები" ინტერესს იწვევს ბეჭდების მბრძანებელში მხოლოდ ნაწილობრივ ნახსენები ფაქტების უფრო ვრცელი სახით გადმოცემით - მოთხრობელია ისტარის, ისილდურის დაღუპვის, როჰანის სამეფოს ჩამოყალიბების შესახებ.

განსაკუთრებულად საინტერესოა ალდარიონისა და ერენდისის ამბის გადმოცემა, რაც წარმოადგენს კუნძულ ნუმენორის ლეგენდებიდან ყველაზე სრული სახით გადარჩენილ ჩანაწერს.

წიგნის კომერციული წარმატებისა და ტოლკინის მოყვარულთა მხრიდან მისი აღიარების შემდეგ, კრისტოფერი წლების განმავლობაში გამოსცემდა წიგნების არანაკლებ მნიშვნელოვან სერიას „შუახმელეთის ისტორია“.

თავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაწილი 1 - პირველი ეპოქა

ნაწილი 2 - მეორე ეპოქა

ნაწილი 3 - მესამე ეპოქა

ნაწილი 4

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]