დაუგავპილსის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დაუგავპილსის ციხესიმაგრე (ლატვ. Daugavpils cietoksnis, Dinaburgas cietoksnis) — საფორტიფიკაციო ნაგებობა. მდებარეობს ქალაქ დაუგავპილსში, დასავლეთის დვინის (დაუგავა) ორივე ნაპირზე.

ციხესიმაგრის მშენებლობა დაიწყო 1810 წელს რუსეთის იმპერიის დასავლეთი საზღვრის გამაგრების მიზნით. მნიშვნელოვნად დაზიანდა 1812 წლის საფრანგეთ-რუსეთის ომის დროს.

1920-1940 წლებში ციხესიმაგრეში იდგა ლატვიის არმიის ზამგალის დივიზია. 1941-1944 წლებში ციხესიმაგრეში იმყოფებოდა გერმანული არმიის ნაწილები. 1948-1993 წლებში ციხესიმაგრეში განთავსებული იყო სამხედრო-საავიაციო სასწავლებელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]