დასავლეთი სიერა-მადრე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| დასავლეთი სიერა-მადრე | |
| სიმაღლე |
ჩორერასი (3150 მ) |
|---|---|
| მდებარეობა | |
| ქედი | |
დასავლეთი სიერა-მადრე — მთები მექსიკაში, მექსიკის ზეგნის დასავლეთ განაპირა ნაწილში. სიგრძე დაახლოებით 1300 კმ. სიგანე 80-200 კმ. საშუალო სიმაღლე 1500-2000 მ. მაქსიმალური სიმაღლე 3 150 მ. (ჩორერასი). აგებულია კამბრიუმამდელი მეტამორფული ქანებით. მთების ჩრდილოეთი ნაწილი შემოსილია ქსეროფიტული ბუჩქნარებით. სამხრეთ ნაწილში აღმოსავლეთ კალთებზე ნოტიო ტროპიკული და წიწვიანი ტყეებია, დასავლეთ კალთზებზე — ბუჩქნარი.