დარშანა
დარშანა (სანსკრ. ჭვრეტა, დაკვირვება, ფუძე "დრიშ"-ხედვა) არის ინდუიზმის ტერმინი, რომელიც ღვთიურისა და უწმინდესის ჭვრეტას აღნიშნავს. დარშანა გულისხმობს, მაგალითად, მოძღვრისა და შეგირდის შეხვედრას, როცა შეგირდი მოძღვრის მიერ არის დაპატიჟებული. თანამედროვე ჰინდის ენაში უმეტესად სწორედ ამ მნივნელობით იხმარება.
დარშანა ასევე აღნიშნავს ღმერთთან შეხვედრას,რაც მორწმუნე ინდუსის მიერ წმინდა ადგილების მოლოცვასა და ღმერთის ხილვას (მაგალითად, ქანდაკების სახით) და მისგან კურთხევის მიღებას უკავშირდება. დარშანა (ღმერთის ხილვა და მისგან კურთხევის მიღება) შეიძლება მედიტაციის ან ლოცვის შედეგადაც განხორცილდეს. დარშანის (კურთხევის მნიშვნეობით) მოცემა შეუძლია ცოცხალ ადამიანსაც, ვინც რომელიმე ღმერთის ინკარნაციად ან ავატარად ითვლება.
გარდა ამისა, დარშანა მსოფლმხედველობის, მოძღვრების, შეხედულებათა სისტემის მნიშვნელობითაც იხმარება. კლასიკური ინდური ფილოსოფია სხვადასხვა სკოლებად, ფილოსოფიურ მიმდინარეობებად იყოფა, რომელთაც დარშანებს უწოდებენ.
ჩვეულებრივ, მიუთითებენ ექვს ორთოდოქსულ დარშანაზე. ესენია:
ცხადია, ცალკეული დარშანა დიდი ხნის მანძილზე ყალიბდებოდა და ფორმას იძენდა. თავდეპირველად პირველი ოთხი დარშანა ერთ მთლიანობას ქმნიდა, რომლის ნაწილები მოგვიანებით დამოუკიდებელ სისტემებად განვიათარდა. ორი უკანასკნელი დარშანა შედარებით ახალი წარმონაქმნია, მიუხედავად ამისა, ადრინდელ სისტემასთან ბევრი აქვს საერთო.
იმისათვის, რომ ვედური ტრადიციისაგან გამომავალი ექვსი დარშანა გაიმიჯნოს სხვა დარშანებისაგან (ბუდიზმი, ჯაინიზმი, ჩარკავა და სხვა.) ყოველდღიურ მეტყველებაში გამოიყენება ტერმინი "შად დარშანა" ("შად" სანსკრ.= ექვსი). "შად დარშანა" არის "ასტიკას" (ორთოდოქსული), ხოლო სხვა დანარჩენი "ნასტიკა" (ჰეტეროდოქსული)
| სტატიები თემაზე ინდუიზმი |
|||||
|---|---|---|---|---|---|
| წმინდა წერილები | მთავარი ღვთაებები | ცნებები | |||
|
ათარვავედა | აიურვედა | არანიაკა | ართაშასტრა | ბრაჰმასუტრა | ბჰაგავატაპურანა | ბჰაგავადგიტა | დევიბჰაგავატა | ვედა | ვედანგა | იაჯურვედა | კამასუტრა | მანუსმრიტი | მაჰაბჰარატა | რამაიანა | რიგვედა | სამავედა | სამჰიტა | უპანიშადა | პურანა | სმრიტი | შრუტი | |
ბრაჰმა | განეშა | დურგა | ვიშნუ | ინდრა | კალი | კრიშნა | ლაკშმი | მურუგანი | პარვატი | რამა | სარასვატი | სურია | შივა | ჯაგანნათა | ჰანუმანი | |
ართა | აუმ | აჰიმსა | აშრამა | ატმანი | ავატარა | ბჰაჯანა | ბჰაკტი | ბრაჰმანი | გაიატრი | გუნა | გურუ | დჰარმა | ვარნა | იანტრა | იუგა | კამა | კარმა | კირტანა | ლინგამი | მალა | მანტრა | მაია | მოკშა | მუდრა | პრასადამი | პარამაჰამსა | პრაკრიტი | პურუშა | რაჯასი | სადჰუ | სამადჰი | სამსარა | სამსკარა | სატვა | სატსანგა | სატი | სვამი | სვასტიკა | ტამასი | ტრიმურტი | ტულსი | შაკტი | წმინდა ძროხა | |
სტატიის