დარეჯანი (დედოფალი)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დარეჯან.

დარეჯანი (დ. დაახლოებით 1726 — გ. 8 ნოემბერი, 1807), ქართლ-კახეთის დედოფალი, მეფე ერეკლე II-ს მესამე ცოლი (1750-დან), კაცია I დადიანის ასული.

დარეჯანი ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ სამეფო ტაზტზე თავისი შვილები დაემკვიდრებინა. ამ მიზნით ერეკლე II-ს სიცოცხლის უკანასკნელ წლებში კანონიც კი მიაღებინა, რომლის ძალითაც გიორგის (ერეკლეს უფროსი ვაჟი მეორე ცოლისაგან) შემდეგ მეფობა მის უფროს ვაჟზე კი არა, ძმაზე - დარეჯანის შვილ იულონზე უნდა გადასულიყო (ეს წესი შემდეგ ერეკლე II-მ თვითონვე გააუქმა). საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, 1803 დარეჯანი ოჯახის წევრებთან ერთად რუსეთში გადაასახლეს. გარდაიცვალა იქვე. დასაფლავებულია ალექსანდრე ნეველის ტაძარში.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • აკოფაშვილი გ., ქსე, ტ. 3, გვ. 383, თბ., 1978
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები