დარბაზი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „დარბაზი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დარბაზი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
დარბაზი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი ბოლნისის მუნიციპალიტეტი
თემი დარბაზი
კოორდინატები 41°20′00″ ჩ. გ. 44°36′00″ ა. გ. / 41.33333° ჩ. გ. 44.60000° ა. გ. / 41.33333; 44.60000
ცენტრის სიმაღლე 900
მოსახლეობა 1604[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა აზერბაიჯანელები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დარბაზი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
დარბაზი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი)
დარბაზი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი) — ქვემო ქართლი
დარბაზი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი)

დარბაზისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დარბაზის თემში. [1] მდებარეობს მდინარე გეტისწყლის (მდინარე მაშავერის შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 900 მეტრზე. ბოლნისიდან დაშორებულია 23 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1604 კაცი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, გორაკზე, ძველი დარბაზული ეკლესიის ნანგრევია. ნაგებია დაუმუშავებელი ქვებით, ხოლო პროფილირებული ლავგარდანები დამუშავებული ქვისა ყოფილა. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში კი თითო სარკმელია. საკურთხევლის თაღი ისრულია, შერჩენილია კანკელის ძირი. შიგნითა ეკლესია შელესილი და მოხატული იყო. ეკლესია გვიანდელ შუა საუკუნეებს ეკუთვნის, ამავე პერიოდის უნდა იყოს ეკლესიის ირგვლივ არსებული სასაფლაოც. დარბაზი იხსენიება ლუარსაბ I-ის განჩინებაში 1537–1538 წლებში იოთამ და ორბელ ბარათაშვილთა გაყრის საქმესთან დაკავშირებით. საბუთის მიხედვით, იოთამს რგებია „დარბასქალას თავდარბაზი“, დარბასქალის ნახევარი და საუხუცესო. ბარათაშვილებს შორის ამ მამულებზე დავა XVII საუკუნეშიც გრძელდებოდა. XVII საუკუნის II ნახევრის საყაფლანიშვილოს ძღვენისა და სამასპინძლოს გარიგების დავთარში, დარბაზელ გლეხებს გამოსაღებად შეწერილი ჰქონდათ სხვადასხვა სახის სამეურნეო და ფულადი გადასახადი. სოფლის სახელწოდება „დარბაზი“ დაფიქსირებულია 1898 წლის რუსეთის ერთვერსიან რუკაზე „Дарбазъ“ სახით.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერით სოფელში ცხოვრობს 1604 ადამიანი. მოსახლეობის უმრავლესობა (99,7%) აზერბაიჯანელია.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 3743 1893 1850
2014[1] 1604 860 744

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.