დარბაზის ერნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დარბაზის ერნი, სამეფო საბჭოს — დარბაზის წევრები. XI-XVIII საუკუნეების საქართველოში. დარბაზის ერნი იყოფოდნენ 2 ჯგუფად: ერთ ჯგუფს შეადგენდნენ „ჴლოსანნი“, ე. ი. სახელმწიფო მოხელეები, ხოლო მეორე ჯგუფს - „უჴელონი“. ე. ი. ისინი, ვისაც სახელმწიფო თანამდებობა არ ეკავათ. „დარბაზის ერნიდან“ შემდეგ წარმოდგა სიტყვა „დარბაისელი“, რაც თავდაპირველად დარბაზის წევრს აღნიშნავდა, ხოლო შემდეგ მას დინჯი ადამიანის მნიშვნელობაც მიენიჭა.

დარბაზის ერნზე არის სხვა თვალსაზრისიც (ნ. შოშიაშვილი), რომლის მიხედვით, „დარბაზის ერნი“ ეწოდებოდა არა სამეფო საბჭოს - დარბაზის წევრებს, არამედ დარბაზის- სამეფო სასახლის, სამეფო კარის მსახურ-მოხელეებს (საწოლის მწიგნობარი, ეჯიბები, ამირეჯიბი, მეჭურჭლე, საჭურჭლის ნაცვალი და სხვა), ე. ი. კარისკაცებს და სასახლის მცველთა რაზმს, სასახლის გვარდიას (მესაწოლეები, მესაწოლეთუხუცესი და სხვა). XI საუკუნებამდე „დარბაზის ერნის“ შესატყვისი იყო „ტაძრეულნი“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ანთელავა ი., "დარბაზი" XI-XIII საუკუნეთა საქართველოში, «მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», 1976, № 4;
  • ბერძენიშვილი ნ., საქართველო XI-XVIII საუკუნეებში, მის წგნ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 6 თბ., 1973;
  • დოლიძე ი., გიორგი ბრწყინვალის სამართალი, თბ., 1957;
  • კიკვიძე ა., ქართული სახელმწიფო დარბაზი და მისი ადგილი "ვეფხისტყაოსანში", კრ: XII საუკუნის საქართველოს ისტორიის საკითხები, თბ., 1968 (თსუ შრომები, ტ. 125);
  • მესხია შ., საქალაქო კომუნა შუა საუკუეების თბილისში, თბ., 1962;
  • სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 2, ტფ. 1929