ჟორჟ ჟაკ დანტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დანტონი)
ჟორჟ ჟაკ დანტონი

ჟორჟ ჟაკ დანტონი (ფრანგ. Georges Jacques Danton; დ. 26 ოქტომბერი, 1759 – გ. 5 აპრილი, 1794) — საფრანგეთის რევოლუციის ადრეული ეტაპის წამყვანი ფიგურა.

დანტონი განათლებით იურისტი იყო. დიდი ორატორული ტალანტის წყალობით რევოლუციის დასაწყისშივე ძალზე პოპულარული გახდა. იგი იაკობინელთა პოზიციებს იზიარებდა, მხარს უჭერდა 1792 წლის აჯანყებას.

მონარქიის დამხობის შემდეგ იუსტიციის მინისტრის პოსტი დაიკავა. საფრანგეთისათვის უმძიმეს დღეებში – 1792 წლის აგვისტო–სექტემბერში – დიდი გამბედაობა და ენერგია გამოამჟღავნა, როდესაც ხალხს სამშობლოს დაცვისაკენ მოუწოდებდა. 1792 წელს კონვენტში აირჩიეს. ჟირონდისტთა და იაკობინელთა ბრძოლაში შემრიგებლური პოზიცია დაიკავა. 1793-1794 წლების ზამთარში მის გარშემო ჩამოყალიბდა ოპოზიციური დაჯგუფება, რომელიც რევოლუციური ტერორის შემსუბუქებას მოითხოვდა და იაკობინელთა პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა. იგი მის მომხრეებთან ერთად 1794 წლის 5 აპრილს სიკვდილით დასაჯეს.


ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კ. ანთაძე, ახალი ისტორია, მე-8 კლასის სახელმძღვანელო, გვ. 94, თბ., "კონა", 2001.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: