დანი გარსია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დანი გარსია
Danay Garcia.jpg
დაბადების სახელი დანი გარსია
დაბადების ადგილი ჰავანა, კუბა
დაიბადა 5 ივლისი, 1984

დანი გარსია (ინგლ. Danay García; დ. 5 ივლისი, 1984) — კუბელი მსახიობი, რომელმაც სახელი გაითქვა სოფია ლუგოს როლის შესრულებით, ტელესერიალ „ციხიდან გაქცევაში“. დაიბადა ქალაქ ჰავანაში. 10 წლიდან ცეკვავს. ფლობს ბალეტს, სალსას, აფრიკულ ცეკვას, მუცლის ცეკვასა და ფლამენკოს. დანი გარსია მოღვაწეობს აგრეთვე როგორც მოდელი. დღეისათვის მომთხოვნია ძირითადად როგორც მსახიობი. ამჟამად ცხოვრობს აშშ-ში, ქალაქ ლოს-ანჯელესში.

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]