დანიის პოლიტიკური სისტემა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დანიის გერბი

დანიის პოლიტიკური სისტემა ეფუძნება პარლამენტარიზმს, წარმომადგენლობით დემოკრატიასა და კონსტიტუციურ მონარქიას, სადაც მთავრობის მეთაურია პრემიერ-მინისტრი და მოქმედებს მრავალპარტიული სისტემა. სახელმწიფოს მეთაურია მონარქი, რომელსაც ძირითადად საცერემონიო როლი აკისრია და ფლობს პირობით ძალაუფლებას.

აღმასრულებელი ხელისუფლება მთავრობის ხელშია, სადაც პრემიერ-მინისტრი მოქმედებს როგორც Primus inter pares. საკანონმდებლო ხელისუფლება გადანაწილებულია მთავრობასა და დანიის პარლამენტს შორის.

1972 წლის 14 იანვრიდან, დანიის სახელმწიფოს მმართველია მეფის რეგენტი, დედოფალი მარგრეტე II.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]