დანიელ პენაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დანიელ პენაკი
ფრანგ. Daniel Pennacchioni
დაბადების თარიღი 1 დეკემბერი, 1944(1944-12-01)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (79 წლის)
დაბადების ადგილი კასაბლანკა, French protectorate in Morocco
ფსევდონიმი Daniel Pennac
საქმიანობა სცენარისტი, რომანისტი, აუდიოწიგნების მკითხველი, საბავშვო მწერალი და ესეისტი
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა  საფრანგეთი
ალმა-მატერი ნიცის სოფია ანტიპოლისის უნივერსიტეტი
ჯილდოები რენოდოს პრემია, ამერიგო ვესპუჩის ახალგაზრდული პრემია, Prix du Livre Inter, Michel-Lebrun prize, Prix Mystère de la Critique, Q3405349?, Raymond Chandler Award, საფრანგეთის აკადემიის დიდი ლიტერატურული პრემია და Grand Prix Metropolis bleu

დანიელ პენაკი (ფრანგ. Daniel Pennac; დ. 1 დეკემბერი 1944) — ფრანგი მწერალი, ნოველისტი 2007 წელს მიიღო ფრანგული ლიტერატურული პრემია Prix Renaudot ესესთვის „სკოლის სევდა“ (Chagrin d'école). გამოცემული აქვს 30-მდე წიგნი, რომელთა შორისაა ესეები და კომიკური ჟანრის ნაწარმოებები ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის. მისი წიგნები თარგმნილია მსოფლიოს 30-ზე მეტ ენაზე. ბევრი მათგანი ბესტსელერი გახდა ევროპის მასშტაბით [9]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დანილეპ პენაკი 1944 წლის 1 დეკემბერსმაროკოში, კასაბლანკაში დაიბადა [10] მას შემდეგ რაც მამა სამხედრო გახდა, ოჯახი ხშირად მოგზაურობდა. ამის გამო პენაკს მოუწია ცხოვრება ევროპაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკაში. ვიდრე მწერალი გახდებოდა, პენაკი მუშაობდა ტყისმჭრელად, ტაქსის მძღოლად, ილუსტრატორად, შემდეგ კი ნიცის საშუალო სკოლაში მასწავლებლობა დაიწყო.

მისი პირველი საბავშვო წიგნი „დიდი მეფე“ Le grand rex 1980 წელს გამოქვეყნდა. 1982 წელს დაწერა წიგნი „ძაღლი“, რომელიც საკუთარ ძაღლს მიუძღვნა. "მე და ჩემი ძაღლი ერთ დღეს დავიბადეთ, ჩვენ ერთად გავიზარდეთ", თქვა პენაკმა [11]

პენაკის პირველი წიგნი, რომელიც ინგლისურად ითარგმნა იყო „მგლის თვალი“. მოთხრობა ცალთვალა მგლის, ალესკენის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც გალიაშია გამომწყვდეული და დროს წინ და უკან სიარულში ატარებს იქამდე, სანამ მოულოდნელად არ შეამჩნევს, რომ მას პატარა ბიჭი აკვირდება. ყოველდღე ბიჭი მიდის მგლის გალიასთან. მგელი აშტერდება თვალებში, ბიჭი კი მას ცალთვალში უყურებს. ბოლოს ბიჭი და მგელი ერთმანეთისთვის საკუთარი ფიქრების გადაცემას ახერხებენ. ბიჭმა გაიგო, როგორ მგელი წამოიყვანეს ათი წლის წინ ალასკიდან და დაატარებდნენ სხვადასხვა ზოოპარკსა და გალიაში. მგელი კი მიხვდა, რომ ბიჭი ობოლი იყო და განსაკუთრებული გრძნობა ჰქონდა ცხოველების მიმართ, რადგან ბიჭიც წამოეყვანათ აფრიკიდან, საკუთარი სახლიდან.

პენაკმა პატარა მკითხველებისთვის წერა შემდეგაც განაგრძო და 1985 წელს „მალუსენეს საგა“ გამოსცა.

1992 წელს დაიბეჭდა მისი ესე „რომანივით საკითხავი“, რომელიც მკითხველებსა და კითხვის წესს ეხება, აქვე ჩამოაყალიბა მკითხველის 10 უფლება [12]

პენაკის ბოლო ნაწარმოები „სკოლის სევდა“ 2010 წელს გამოიცა. როგორც მწერალი ამბობს, ეს წიგნი სკოლის შესახებ კი არა, გონებაჩლუნგ ადამიანებზეა, „იმ ზიანზე, რაც სუსტმა აზროვნებამ შეიძლება მოგვიტანოს“[9]

ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „სკოლის სევდა“ 2007

მოთხრობები ბავშვებისთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „დიდი მეფე“ 1980
  • „ძაღლი“ 1982
  • „მგლის თვალი“ 1982
  • „კამო, სააგენტო ბაბელი“ 1992
  • „კამოს გაქცევა“ 1997
  • „კამო და მე"
  • „კამო: საუკუნის იდეა"

რომანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „იალტის ბავშვები“ 1978
  • „ჯენლტმენი ბავშვები“ 1997
  • „დიქტატორი და ჰამორკი“ 2003

სხვა ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „თოვლის პაპა“ 1979
  • „მადლობა“ 2004

მალოსენთა საგა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „კაციჭამიათა საბედნიეროდ“ 1985
  • "ფერია კარაბინით“ 1987
  • "პროზის გამყიდველი გოგონა“ 1999
  • "ბატონი მალუსენე“ 1995
  • "ბატონი მალუსენე თეატრში“ 1996
  • "ქრისტიანები და ჭაობები“ 1997
  • "ხილი ვნებით“ 1999

ესეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "რომანივით საკითხავი“ 1992

ლიტერატურული პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1990 წელი - Prix du Livre Inter-ის პრიზი, რომელიც პარიზული გაზეთის „ფიგაროს" ორგანზებით ტარდება. საუკეთესო ნოვლისთვის "მცირე ბაზრის პროზა" (La petite marchande de prose)
  • 2007 წელი - Prix Renaudot ნოველისთვის "სკოლის სევდა" [13]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. SNAC — 2010.
  2. Discogs — 2000.
  3. BD Gest'
  4. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  6. Babelio — 2007.
  7. BeWeB
  8. ПроДетЛит — 2019.
  9. 9.0 9.1 Daniel Pennac: Head teacher from the school of joy. ციტირების თარიღი: 2012-02-12.
  10. Daniel Pennac. http://biography.jrank.org.+ციტირების თარიღი: 2012-02-12.
  11. Daniel Pennac. http://www.walker.co.uk.+ციტირების თარიღი: 2012-02-12.
  12. Daniel Pennac - 10 Inalienable Rights of the Reader. poynton.com. ციტირების თარიღი: 2012-02-12.
  13. Daniel Pennac, invité surprise du Prix Renaudot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-09. ციტირების თარიღი: 2012-02-12.