დანიელ არაპ მოი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
დანიელ არაპ მოი (დ. 2 სექტემბერი, 1924) — კენიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. განათლება მიიღო მასწავლებელთა ადგილობრივ კოლეჯში. 1957 წელს ჩაება პოლიტიკურ მოღვაწეობაში, აირჩიეს საკანონმდებლო საბჭოში. 1960 წელს კენიის აფრიკელთა დემოკრატიული კავშირის პარტიის ერთერთი დამაარსებელი და თავჯდომარე. 1961–1962 წწ. განათლების მინისტრი, 1962–1964 წწ. ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრი. 1964 წელს კენიის აფრიკელთა დემოკრატიული კავშირის პარტიის დაშლის შემდეგ, შეუერთდა კენიის აფრიკელთა ეროვნულ კავშირს. 1967 წლის იანვრიდან – 1978 წლის ოქტომბრამდე კენიის რესპუბლიკის ვიცე–პრეზიდენტი. 1978 წლის ოქტომბრიდან 2002 წლის დეკემბრამდე პრეზიდენტი. 1978 წლიდან აირჩიეს მმართველი პარტიის კანუს თავჯდომარედ.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Moi Africa Institute
- State House Kenya Profile of Daniel Toroitich arap Moi
| წინამორბედი: ჯომო კენიატა |
კენიის პრეზიდენტი 1978 – 2002 |
შემდეგი: მვაი კიბაკი |
|
|||||||
|
|||||||
