დანიელი (დათუაშვილი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დანიელი (მეუფე))
მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მიტროპოლიტი
დანიელი (დათუაშვილი)
დროშა
დროშა
ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი
ეკლესია: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
 
განათლება: შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი, მცხეთის სასულიერო სემინარია
დაბადების სახელი: დავით დათუაშვილი
დაბადება: 5 მაისი, 1955 (1955-29-05) (68 წლის)
თბილისი
ბერად აღკვეცა: 31 ოქტომბერი, 1991
დიაკვნად კურთხევა: 4 ივნისი, 1983
მღვდლად კურთხევა: 28 აგვისტო, 1985
ეპისკოპოსად კურთხევა: 22 მაისი, 1992
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 14 ოქტომბერი, 1993
მიტროპოლიტობა ებოძა: 28 ნოემბერი, 2000

მიტროპოლიტი დანიელი (ერისკაცობაში — დავით გრიგოლის ძე დათუაშვილი; დ. 29 მაისი, 1955, თბილისი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი; ანგელოზის დღე – 17 (30) დეკემბერი, დანიელ წინასწარმეტყველის ხსენება; კათედრა და რეზიდენცია საჩხერეში და ჭიათურაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1983 წელს დიაკვნად დაასხეს ხელი, ხოლო 1985 წელს მღვდლად აკურთხეს. 1991 წელს ბერად აღიკვეცა და ერთ წელში, ბოდბელი ეპისკოპოსად იქნა გამორჩეული. 1992 წელს მთავარეპისკოპოსის წოდება უბოძეს და დადგენილ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად. 2000 წელს მიენიჭა მიტროპოლიტის წოდება. 1997 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს მისიის და ევანგელიზაციის განყოფილების თავმჯდომარეა. 2002 წლიდან ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის პარალელურად ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მმართველი იყო მანამდე, სანამ 2010 წლის 21 დეკემბერს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობა ილია მეორეს არ გადაეცა, შემდეგ კი დღემდე ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტია[1].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]