დანაწილებული დიეტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დანაწილებული, ან დაყოფილი დიეტა — დიეტის ერთ-ერთი სახეობა, რომლის დროსაც წონაში დაკლების მთავარ პრინციპს წარმოადგენს დღის განმავლობაში მისაღებ საკვები რაციონიდან ცილებისა და ნახშირწყლების დანაწილება და მათი ცალ-ცალკე მიღება.

დანაწილებულ დიეტას საფუძვლად დაედო ამერიკელი ექიმის დრ. ჰოვარდ ჰეის (Dr. Howard Hay) თეორია, რომლის მიხედვითაც ცილების მონელება ორგანიზმში სრულიად განსხვავებული სახით მიმდინარეობს, ვიდრე ნახშირწყლებისა. აქედან გამომდინარეობს კვების პროდუქტების მკაცრი დაყოფა-დანაწილება. დიეტის სახელიც, - დანაწილებული, ან დაყოფილი დიეტა სწორედ დრ. ჰეის ამ თეორიის მთავარ პრინციპს აღწერს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]