დალის მთის წყალსაცავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დალის წყალსაცავი)
დალის მთის წყალსაცავი
კოორდინატები: 41°17′52″ ჩ. გ. 45°52′23″ ა. გ. / 41.297917° ჩ. გ. 45.873250° ა. გ. / 41.297917; 45.873250
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ზღვის დონიდან 264–301
სიგრძე 4–4.5 კმ
სიგანე 1–1.5 კმ
ფართობი 5 კმ²
მოცულობა 0.111 კმ³
დალის მთის წყალსაცავი — საქართველო
დალის მთის წყალსაცავი
დალის მთის წყალსაცავი — კახეთის მხარე
დალის მთის წყალსაცავი

დალის მთის წყალსაცავიწყალსაცავი საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. გაშენებულია მდინარე ივრის ქვემო დინებაში, ზღვის დონიდან 264–301 მ სიმაღლეზე. ქალაქ დედოფლისწყაროდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 37.5 კმ-ში. ფართობი მაქსიმალური შეტბორვის დროს 5 კმ². მაქსიმალური სიგრძე 4–4.5 კმ, ხოლო სიგანე 1–1.5 კმ.[1] კალაპოტური ტიპისაა. ფსკერის მნიშვნელოვანი ნაწილი ქვა-ქვიშიანია. ირგვლივ გორაკებია, ზოგან გაშლილი ვაკე ადგილები. სანაპირო დაფარულია სხვადასხვა სახეობის ბუჩქოვანი ხე-მცენარეულობით, ხოლო შესართავსა და მარჯვენა სანაპიროზე გვხვდება ტყიანი მასივები. მელიორაციული დანიშნულებისაა.[1]

დალის მთის წყალსაცავის კაშხლის ექსპლუატაცია დაიწყო 1984 წელს.[2] მისი მშენებლობა არასრული სახით დამთავრდა 1991 წელს. საზრდოობს მდინარე ივრიდან მიყვანილი ჭაჭუნის არხით, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 1992 წელს და წყალსაცავის გამოყენება საირიგაციო მიზნებისთვის გადაწყდა. სარწყავად გაშენებული წყალსაცავის მშენებლობის მიზანი ჭაჭუნის აღკვეთილის მიდამოებში ორი სოფლის გაშენება და მიწების სასოფლო-სამეურნეო მიზნით ათვისება უნდა ყოფილიყო. 1994 წელს მოხდა კაშხლის ავარია.[2] დალის მთის მიწის კაშხლის თხემზე წყლის გადადინების გამო კაშხალი მწყობრიდან გამოვიდა და წყალსაცავი დღემდე დაცლილია.[3]

წყალსაცავის სიახლოვეს, ივრის მარჯვენა სანაპიროზე, აღმართულია დალის მთა. წყალსაცავში მოშენებულია თევზი, მათ შორის: თეთრი ამური, ჭანარი, კობრი, სქელშუბლა, ხრამული, შამაია, ლოქო და სხვა. წყალსაცავის სანაპიროსთან გაშენებულია სამონადირეო მეურნეობა „დალის მთა“.[4]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 დალის მთის წყალსაცავის შიდა წყალსატევისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმა
  2. 2.0 2.1 ი. იორდანიშვილი, კ. იორდანიშვილი, საქართველოს მთის წყალსაცავები და მათი ზემოქმედება გარემოზე, თბ., 2010
  3. მთისა და მთისწინეთის წყალსაცავების საინჟინრო-ეკოლოგიური პრობლემების თავისებურებანი, თბ., 2023
  4. კლიმატის ცვლილებასთან საადაპტაციო სტრატეგიის დამუშავება ცალკეულ მდინარეთა აუზებისათვის წყლის ინტეგრირებული მართვის სისტემის შექმნის მიზნით