დავლური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავლური. სუხიშვილები, ნიუ-იორკი, 2007.

დავლური — ქართული ხალხური ჯგუფური მასობრივი ცეკვა. სრულდება ნელი დავლით, ნარნარი მიხრა-მოხრით, საზეიმო განწყობილებით. მისი კომპოზიციური აგებულება (მწკრივების შექმნა, დაშლა, წყვილებად დაყოფა, წრეზე წინსვლა) დამახასიათებელია ბევრი სხვა ქართული ჯგუფური ცეკვისათვის. დასასრულს გადადის წყვილთა ცეკვა „ქართულში“. სრულდება დუდუკის ან გარმონისა და დოლის თანხლებით. დავლურის მუსიკალური ზომაა 6/8. გამოყენებულია ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებში (მელიტონ ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“, დიმიტრი არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ და სხვა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]