დავით ხახუტაიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავით ხახუტაიშვილი
დაბ. თარიღი 16 იანვარი, 1924(1924-01-16)
დაბ. ადგილი ალამბარი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 1999
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ისტორიკოსი და არქეოლოგი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი და ღირსების ორდენი

დავით ახმედის ძე ხახუტაიშვილი (დ. 16 იანვარი, 1924, სოფელი ალამბარი, ქობულეთის რაიონი — გ. 1999) — ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1983). სკკპ წევრი 1971 წლიდან.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1951 წელს. სადოქტორო დისერტაცია თემაზე „უფლისციხე და იბერიის ისტორიის საკითხები“, დაიცვა 1967 წელს. მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ სამეცნიერო თანამდებობაზე. 1954—1995 წლებში იყო ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977 წელს არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე, განყოფილების გამგე; 1978—1999 წლებში ბათუმის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. 1978 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნ. ბერძენიშვილის სახელობის ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი (1980).

1949 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა არქეოლოგიურ ექსპედიციაში (ვაშნარი, უჯარმა, ბიჭვინთა, წიწამური, ხოვლე, უფლისციხე, ქობულეთ-ფიჭვნარი, გონიო-აფსაროსი, ბათუმის ციხე, პეტრა-ციხისძირი, შავიზღვისპირა დიუნური დასახლებები, ისპანის ტორფქვეშა ნამოსახლარი, ყულევი და სხვა). მისი ძირითადი შრომები შეეხება ადრინდელი კლასობრივი ქალაქების ისტორიის და არქეოლოგიის, აგრეთვე, რკინის ადრინდელი მეტალურგიის და ადრინდელი რკინის ხანის საზოგადოების ისტორიის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს 120 სამეცნიერო წერილი და 10-მდე წიგნი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა და საპატიო ნიშნის ორდენით. იყო ბათუმის საპატიო მოქალაქე.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გონიოს განძი, თბ., 1980 (თანაავტორი);
  • იბერიის ქალაქთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966;
  • კლდეში ნაკვეთი ქალაქი, თბ., 1965;
  • უფლისციხე, [წგნ.] 1-2, თბ., 1964-1970;
  • ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, თბ., 1971 (თანაავტორი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]