დავით ჭავჭავაძე (ცსს ოფიცერი)
დავით ჭავჭავაძე (დ. 20 მაისი 1924, ლონდონი), ქართული წარმოშობის ამერიკელი მწერალი-პუბლიცისტი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ყოფილი ოფიცერი.
დაიბადა ემიგრანტების ოჯახში. მამის, პავლეს, მხრიდან დავით ჭავჭავაძე პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის პირდაპირი შთამომავალია; დედამისი ნინა კი რუსეთის მეფეთა დინასტიის, რომანოვების, წარმომადგენელი იყო. პაპა — ალექსანდრე ჭავჭავაძე ბოლშევიკების რეჟიმს ემსხვერპლა. 1927 წ. ოჯახი საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა და ნიუ-იორკში დასახლდა. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი აშშ შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და 1945 წ. უფროსი ლეიტენანტის წოდება მიენიჭა. 1950 წ. CIA-ის საბჭოთა კავშირის განყოფილების სამსახურში ჩადგა. 1974 წ. ჭავჭავაძე გადადგა და მას შემდეგ რამდენიმე ნაშრომი დაწერა ისტორიისა და პოლიტიკის თემაზე, მ.შ. „დიდი მთავრები“, „ვლასოვის მოძრაობა: გერმანელების მხარეზე მებრძოლი საბჭოთა მოქალაქეები – 1941-1945“ და მოგონებები „გვირგვინები და შინელები სანგრებში: რუსი ბატონიშვილი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში“. კითხულობდა ლექციებს ამერიკის უნივერსიტეტებში, კერძო კომპანიების შეკვეთით დავითი გამოკვლევებს ატარებდა ტერორიზმის შესახებ და ინგლისურ ენაზე რამდენიმე რუსული ნაწარმოებიც გადათარგმნა. დავით ჭავჭავაძის უფროსი ქალიშვილი მარიამი საქველმოქმედო ორგანიზაციის „საქართველოს ამერიკელ მეგობართა ასოციაციის“ აღმასრულებელმი დირექტორია.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- დავით ჭავჭავაძე. ვებ-გვერდი „ჭავჭავაძეების ოჯახი“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
სტატიის