დავით შემოქმედელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავით შემოქმედელი
დაბადების თარიღი 8 აპრილი, 1953(1953-04-08) (70 წლის)
დაბადების ადგილი შემოქმედი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა პოეტი, პროზაიკოსი და ესეისტი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
Magnum opus სიტყვებს მიღმა

დავით შემოქმედელი, ნამდვილი სახელი და გვარი დავით ივანეს ძე ტაკიძე (დ. 8 აპრილი, 1953, შემოქმედი, ოზურგეთის რაიონი, საქართველო) — ქართველი პოეტი, პროზაიკოსი და ესეისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ფაკულტეტი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

პროფესიული გამოცდილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1975-1985 წლებში მუშაობდა საპროექტო ბიუროში ინჟინრად.
  • 1985-1988 წლებში იყო კულტურის სასახლის დირექტორი.
  • 1988-1990 წლებში აირჩიეს ოზურგეთის რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარედ.
  • სხვადასხვა წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.
  • იყო ილია ჭავჭავაძის საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი.
  • განახლებულ გაზეთ „ივერიის“ თანარედაქტორი.
  • სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. ამავე საზოგადოების ლიტერატურულ და მეცნიერულ ურთიერთობათა ხელმძღვანელი.
  • საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი. ახალგაზრდა მწერალთა სექციის თავმჯდომარე. მწერალთა კავშირის მთავარი ლიტერატურული კონსულტანტი.
  • ჟურნალ „ლიტერატურა და ხელოვნების“ რედაქტორი.
  • გამომცემლობა „ეროვნული მწერლობის“ რედაქტორი.

დავით აღმაშენებლის, გალაკტიონ ტაბიძის, ნიკო ლორთქიფანიძისა და ივანე მაჩაბლის პრემიების ლაურეატი.

გამოცემული წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „სიმაღლე“/1981წ/.
  • „დუმილის ხმა“/1985წ/.
  • „ჩემი წილი ცა“/1986წ/.
  • „გახუნებული პეიზაჟები“/1990წ/
  • „ტაძართან“/1990წ/. ერთტომეული
  • „რას ტვიფრავ სულზე“/1997წ/.
  • „ჩემს სამშობლოში მე ემიგრანტი“/2000წ/.
  • „სიტყვებს მიღმა“/2006წ/. ერთტომეული
  • „რატომ ტირიან ჩიტები ზამთარში?“ წიგნი I /2009წ/ პროზა, წერილები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

[1][მკვდარი ბმული] [2][მკვდარი ბმული] [3][მკვდარი ბმული] [4]