დავით ღარიბიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავით ღარიბიანი
დაბადების თარიღი 29 მაისი, 1990
ერევანი, სომხეთის დროშა სომხეთი
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი, მოდელი, წამყვანი
აქტიური 2007-დან
ჯილდოები Top 5 Model of the world [1][2]
2012 წლის მისტერ სომხეთი[3][4]
Mister Fashion Beauty Universal 2014
საიტი http://www.davidgharibyan.com

დავით ღარიბიანი (სომხ. Դավիթ Ղարիբյան; დ. 29 მაისი, 1990, ერევანი, სომხეთი) — სომეხი მსახიობი, რეჟისორი, წამყვანი და მოდელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით ღარიბიანი

დავით ღარიბიანი დაიბადა 1990 წლის 29 მაისს ერევანში. 2007 წელს დაამთავრა ხ. აბოვიანის სახელობის ერევნის № 2 საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა სომხეთის სახელმწიფო საინჟინრო უნივერსიტეტში. 2011 წელს დაასრულა სწავლა და მიიღო საინჟინრო-გამოყენებითი მექანიკის ბაკალავრის ხარისხი. ძირითადი პროფესიის პარალელურად გაიარა ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და ეკონომიკური კურსები, რომელიც დაასრულა 2010 წელს.

2011 წელს დავით ღარიბიანმა სწავლა გააგრძელა სომხეთის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში კულტურის ფაკულტეტზე. იგი დაასრულა 2013 წლის მაისში და მიიღო მაგისტრის ხარისხი მასობრივი ღონისძიებების რეჟისორის სპეციალობით[5]. სადიპლომო ნაშრომის თემა იყო „ეროვნული კოსტუმები მასობრივ თეატრალიზებულ დღესასწაულებში“[6].

2013 წლიდან არის სომხეთის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტი სპეციალობით „სახვითი ხელოვნება, დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნება, დიზაინი“.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონაწილეობდა სატელევიზო შოუ-პროგრამებში, გადაღებულია მუსიკალურ ფილმებში და ტელესერიალებში. 2009 წლის დეკემბერში მონაწილეობა მიიღო სოფიაში გამართულ კონკურს-ფესტივალში „მსოფლიოს საუკეთესო მოდელი XXII“. 2011 წელს სომხეთის სახელით მონაწილეობა მიიღო ესპანეთის მოდელებისა და დიზაინერების ყოველწლიურ საერთაშორისო კონურს-ფესტივალებში „International Best Male and Female Model World“ და „Costa Blanca Fashion Week“[7][8]. წარმოადგენდა ამ ფესტივალის („Costa Blanca Fashion Week“) კოორდინატორს დსთ-ს ქვეყნების მასშტაბით.

ამჟამად მუშაობს ა. სპენდიარიანის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ აკადემიურ თეატრში მსახიობად[9].

2014 წელს გახდა კონკურსის Mister Fashion Beauty Universal-ის გამარჯვებული[10].

ტელევიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტელეკომპანია სერიალი წელი ქვეყანა
Armenia TV „მძიმე ცხოვრება“
„Դժվար ապրուստ“
2012 ერევანი
სომხეთი
Armenia 1 „გენერალის ქალიშვილი“
„Գեներալի աղջիկը“
2013 ერევანი
სომხეთი

კონკურს-ფესტივალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონკურსები წელი ქვეყანა წარმდგენი ქვეყანა ტიტული
Best Model of the Wolrd[11] 2009 ბულგარეთი უკრაინა უკრაინის საუკეთესო მოდელი
International Best Model World[12] 2011 ესპანეთი სომხეთი TOP 5 ფინალისტი
Mister FB Universe[13][14][15][16] 2014 პორტუგალია სომხეთი გამარჯვებული [10][17]

ჩვენებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩვენება წელი ქვეყანა
Andrews Fashion
Swim International
Black Orchid
2009 სოფია
ბულგარეთი
ცნობილი ესპანელი დიზაინერების მოდების ჩვენება 2011 ბენიდორმი და
კოსტა-ბლანკა
ესპანეთი
New Yorker 2013 ერევანი
სომხეთი

თეატრი[18][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოპერა როლი წელი ქვეყანა
არშაკ II[19][20] ელჩი 2013 ერევანი, სომხეთი
აიდა[19][20] გვარდიელი 2014 ერევანი, სომხეთი
არშაკ II[19][20] ელჩი 2014 ერევანი, სომხეთი
ალეკო[19][20] ბოშა 2014 ერევანი, სომხეთი
ანუში[19][20] გლეხი 2014 ერევანი, სომხეთი
რომეო და ჯულიეტა[19][20] მცველი 2014 ერევანი, სომხეთი
ტრავიატა[19][20] ოფიციანტი 2014 ერევანი, სომხეთი
სპარტაკი[19][20] სპარტანელი 2014 ერევანი, სომხეთი
ტრუბადური[19][20] მცველი 2014 ერევანი, სომხეთი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბიოგრაფია ოფიციალურ საიტზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-05. ციტირების თარიღი: 2013-09-05.
  2. Раздан TV: Интервью передаче “Армянская десятка”
  3. Iravunk.com: Журнал “Заруи” подытоживает год
  4. Hayeli.am: Армения и ее модели. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-21. ციტირების თარიღი: 2014-02-02.
  5. Iravunk.com: Я с трудом ушел из университета
  6. Armenpress.am: Армения предствавится на конкурсе в Испании
  7. Lragir.am: Армянские модели едут в Испанию. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-21. ციტირების თარიღი: 2014-02-02.
  8. Представители Армении примут участие в международном конкурс... დაარქივებული 2018-10-18 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
  9. Журнал „Заруи“, Если скажу, чем удивлю, уже не будет интересно
  10. 10.0 10.1 MISS & MISTER FASHION BEAUTY UNIVERSAL EN NAVIDAD. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-01. ციტირების თარიღი: 2014-12-31.
  11. Best Model of the World-ის შედეგი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-21. ციტირების თარიღი: 2014-02-02.
  12. GALA EN BENIDORM PARA LA ELECCION DE MIS Y MISTER დაარქივებული 2014-02-21 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)
  13. Iravunk.com: Давид Гарибян угрожал фотографам оружием
  14. starslife.am: Мистер Вселенная Дэвид Гарибян Армения. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-13. ციტირების თარიღი: 2014-09-19.
  15. Я не жалею сил чтоб на уровне представить нашу страну. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-05. ციტირების თარიღი: 2014-09-19.
  16. MISS & MISTER FASHION BEAUTY UNIVERSAL 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-14. ციტირების თარიღი: 2014-12-13.
  17. ARMENIAN EUROPEAN MAGAZINE "DAYS". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-20. ციტირების თარიღი: 2015-01-02.
  18. Offical website National Academic Theatre of Opera and Ballet after A. Spendiaryan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-07. ციტირების თარიღი: 2014-02-18.
  19. 19.0 19.1 19.2 19.3 19.4 19.5 19.6 19.7 19.8 Modeling at the theatre "Spartacus photoshoot"
  20. 20.0 20.1 20.2 20.3 20.4 20.5 20.6 20.7 20.8 Working life at the opera. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2014-04-29.