დავით პაპუაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავით პაპუაშვილი
დაბადების თარიღი 15 სექტემბერი, 1942
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 4 სექტემბერი, 2023 (80 წლის)
ეროვნება ქართველი
ალმა-მატერი თეატრალური ინსტიტუტი
საქმიანობა მსახიობი
ჯილდოები საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1981)
აფხაზეთის დამსახურებული არტისტი (1996)

დავით პაპუაშვილი (დ. 15 სექტემბერი, 1942, თბილისი — გ. 4 სექტემბერი, 2023) — რუსთაველის თეატრის მსახიობი 1963 წლიდან. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1981) და აფხაზეთის დამსახურებული არტისტი (1996).[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით პაპუაშვილი დაიბადა 1942 წლის 15 სექტემბერს. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. პაპუაშვილის აღსანიშნავი როლებია: ჭეიშვილი („საბრალდებო დასკვნა“), ტიტე ნატუტარი („ყვარყვარე“), შალვა („კავკასიური ცარცის წრე“), კეიტსბი („რიჩარდ III“), ოსვალდი („მეფე ლირი“), მეორე ღმერთი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), რაიბულ, ჰიდირ („ლამარა“), ბატონი დევი („მერე რა რომ სველია სველი იასამანი“), ვასიკო („ნახვის დღე“), მეცხრე მსაჯული („თორმეტი განრისხებული მამაკაცი“);

2014 წელს დავით პაპუაშვილმა გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი „ჩემი რუსთაველის თეატრი“.[2]

გარდაიცვალა 2023 წლის 4 სექტემბერს, 80 წლის ასაკში.[3]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათამაშები როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსთაველის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დავით პაპუაშვილი. ეროვნული ფილმოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-29. ციტირების თარიღი: 1 ივლისი, 2018.
  2. ვახტანგ კობაიძე. (24 თებერვალი, 2014) დავით პაპუაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი. რეპორტიორი. ციტირების თარიღი: 1 ივლისი, 2018.
  3. „მსახიობი დავით პაპუაშვილი გარდაიცვალა“. kvira.ge. 4 სექტემბერი, 2023. ციტირების თარიღი: 5 სექტემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)