დავით თუმანიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თუმანიშვილი.
დავით თუმანიშვილი
დაბადების თარიღი 1780
საქმიანობა პოეტი და კალიგრაფი

დავით ეგნატეს ძე თუმანიშვილი (დ. 1780 ― გ. უცნობია) — ქართველი პოეტი და კალიგრაფი. მოღვაწეობდა რუსეთში. 1826 მიიღო ნადვორნი სოვეტნიკის ჩინი. თუმანიშვილის შემოქმედებას აშუღური პოეზიის დაღი აზის. თემატიკურად მისი ლექსები ერთფეროვანია, ძირითადია სატრფიალო მოტივი. თუმანიშვილს დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეში. მან გადანუსხა და მოკაზმა მრავალი ქართული ხელნაწერი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მიქაძე გ., დავით თუმანიშვილი, «ლიტერატურული ძიებანი», 1963, ტ. 14;