დავით დოიაშვილი
დავით თეიმურაზის ძე დოიაშვილი ("დოი") (დ. 7 ოქტომბერი, 1971, თბილისი), ქართველი რეჟისორი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დავით თეიმურაზის ძე დოიაშვილი დაიბადა თბილისში 1971 წლის 7 ოქტომბერს. მშობლები: დედა – მიმოზა სოსელია, მამა – თეიმურაზ დოიაშვილი, კრიტიკოსი. მისი და – მანანა დოიაშვილი არის დრამატურგი.
1994 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის დრამის რეჟისურის ფაკულტეტი (მიხეილ თუმანიშვილის შემოქმედებითი სახელოსნო). სწავლის პერიოდში წარმატებას მიაღწია საკურსო და სადიპლომო ნამუშევრებით.
ინსტიტუტის დამთავრებისთანავე კინო-მსახიობთა თეატრში დადგა რიუნოსკე აკუტაგავას ,,ცხოვრება იდიოტისა” (1994).
1995 წელს დ. დოიაშვილი მიიწვიეს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, იყო ამავე თეატრის მთავარი რეჟისორი 1998-2000 წლებში.
წარმატებული საგასტროლო გასვლების შედეგად დოიაშვილი მიიწვიეს ინგლისში, ლონდონის West Yorkshire Playhouse თეატრში, მერე კი სანკტ–პეტერბურგის მარინის თეატრში.
1994-1997 წლებში დავით დოიაშვილი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც თეატრალურ ინსტიტუტში.
რეჟისორი ყოველთვის ეხმაურება საზოგადოებისთვის აქტუალურ და მტკივნეულ თემებს, მაგალითად, დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობა” – ეს სპექტაკლი დაიდგა თავისუფალ თეატრში 2001 წელს და დიდი გამოხმაურება ჰპოვა.
2004 წელს დავით დოიაშვილი დაინიშნა ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად.
[რედაქტირება] დადგმული სპექტაკლები
თეატრალური ინსტიტუტში
- ისააკ ბაბელის ”მარია” (1992)
- გუსტავ ფლობერის "მადამ ბოვარი”(1993)
- პ. უესის "მარკიზ დე სადი” (1996)
- მანანა დოიაშვილის "აი, ხე" (1997)
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინო-მსახიობთა თეატრში:
- რიუნოსკე აკუტაგავას "ცხოვრება იდიოტისა" (1994).
კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში:
- უილიამ შექსპირის "მეფე ლირი" (1995),
- ანტონ ჩეხოვის "სამი და” (1997),
- ოსკარ უაილდის "სალომეა" (1998),
- ჟან მარსანი "მაყურებლისთვის ამის ნახვა აკრძალულია", (1999).
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის ახალგაზრდულ თეატრში:
- ჟან ანუის "მედეა" (1995).
ბათუმის ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში:
- ვიქტორ დოლიძის ოპერა “ქეთო და კოტე” (2005).
ლონდონის West Yorkshire Playhouse თეატრში:
- არტურ მილერის "სეილემის პროცესი” (1996)
სანკტ-პეტერბურგის მარინის თეატრში:
- გაეტანო დონიცეტის "ლუჩია დე ლამერმური” (2000).
თავისუფალ თეატრში:
- დავით ტურაშვილის "ჯინსების თაობა" (2001)
- ლუიჯი პირადელოს "ჰენრიხ IV" (2003)
მუსკომედიის თეატრში:
- "იყო და არა იყო რა ... ანუ საშობაო ზღაპარი"
- "სახლი საზღვარზე"
- "მუსიკის ჰანგები"
- ერისთავი "გაყრა"
- უილიამ შექსპირი "მაკბეთი", 2010
ედმონდ როსტანი „სირანო დე ბერჟერაკი“ 2011
[რედაქტირება] პრემიები და ჯილდოები
- კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
- სანდრო ახმეტელის სახელობის პრემია
- ღირსების ორდენი
- თეატრალური პრემია "დურუჯი", (2010)
სტატიის