დავით გურგენიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურგენიძე.
დავით გურგენიძე
დაბადების თარიღი 26 სექტემბერი, 1953
ჩაილური, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ეროვნება ქართველი
ალმა-მატერი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ჯილდოები ღირსების ორდენი

დავით ანტონის ძე გურგენიძე (დ. 26 სექტემბერი, 1953, სოფელი ჩაილური, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, საქართველოს სსრ) — ქართველი ეტიუდისტი. საჭადრაკო კომპოზიციაში საერთაშორისო დიდოსტატი (1989), სსრკ სპორტის ოსტატი (1979), საერთაშორისო ოსტატი (1980), საერთაშორისო არბიტრი (1994). პირვველი და ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ეტიუდების შედგენაში (1997, 2003), ორჯერ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი (2005, 2007), გახდა სსრკ ჩემპიონი (1981, 1985), ორჯერ ვერცხლისა და სამჯერ ბრინჯაოს პრიზიორი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1975). საქართველოს საჭადრაკო კომპოზიციის კომისიის თავმჯდომარე (1991), საერთაშორისო არბიტრი ჭადრაკში (2000); საქართველოს ქალთა ნაკრების კაპიტანი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე (ვერცხლი; 2000). საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (1994–2004). გამოაქვეყნა 1000-ზე მეტი ეტიუდი, მიიღო 100-ზე მეტი პირველი პრიზი. დავით გურგენიძე 26 წიგნის ავტორია, მ. შ.: „რჩეული ეტიუდები-1“ (1993), „რჩეული ეტიუდები-2“ (1995; ორივე ინგლისურად); „ოთარ ტაბიძის საჭადრაკო ფილოსოფია“ (1999); „პაწია ეტიუდები“ (1999); „100 მინიატიურა“ (1999); „სისადავე, სილაღე და სილამაზე“ (1999). დავით გურგენიძე დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გიორგაძე თ., ჭადრაკის გზაჯვარედინებზე, თბ., 1992;
  • Шахматы. Энциклопедический словарь / гл. ред. А. Е. Карпов. — М.: Советская энциклопедия, 1990. — С. 98. — 100 000 экз. — ISBN 5-85270-005-3.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: