დავით გუგუნავა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| დავით გუგუნავა | |
|---|---|
| დათა გუგუნავა | |
| 1815-1885 | |
![]() |
|
| ეროვნება | ქართველი |
| კუთვნილება | რუსეთის იმპერია |
| წოდება | პრაპორშჩიკი |
| ნაწილი | გურიის დრუჟინა |
| ბრძოლები/ომები | გურიის აჯანყება 1841, რუსეთ-თურქეთის ომი (1877-1878) |
| კავშირი | სიმონ გუგუნავას მამა |
დავით (დათა) გუგუნავა (დ. 1815 — გ. 1885) — თავადი, ქართველი მომღერალი, ლოტბარი, რუსეთის არმიის პრაპორშჩიკი.
მონაწილეობდა გურიის 1841 წ. აჯანყებაში, თუმცა შემდეგ მთავრობას შეურიგდა. არჩეული იყო ოზურგეთის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლად (დაახლ. 1871 წ.). რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წწ. ომის დროს წარმატებით მეთაურობდა გურიის დრუჟინას.
დათა გუგუნავა, გარდა სამხედრო მოღვაწეობსა, იყო ხალხური სიმღერების შემსრულებელი. მისი მოწაფე იყო სამუელ ჩავლეიშვილი. მისი ვაჟი, სიმონი, იყო ცნობილი პოეტი და მთარგმნელი.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ნიკო ჯავახიშვილი Грузины под Российским Флагом: Грузинские военные и государственные деятели на службе России в 1703-1917, 2003, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 99.
- ახუაშვილი ი. გუგუნავები, თბილისი, 2002 გვ. 290
