დავით ბაქრაძე (გმირი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „დავით ბაქრაძე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დავით ბაქრაძე (მრავალმნიშვნელოვანი).

დავით ილიას ძე ბაქრაძე (დ. 10 იანვარი, 1912, ხარაგაული ― გ. 8 დეკემბერი, 1977, თბილისი) — საბჭოთა კავშირის გმირი (7 აგვისტო, 1944), პოდპოლკოვნიკი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის სატყეო-ტექნიკური ინსტიტუტი (1938). სკკპ წევრი 1938 წლიდან. 1940 წლიდან წითელ არმიაში იყო ბელორუსიაში. აქ 1941 წლის დეკემბერში ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს. 1942 წლის აგვისტოს საბჭოთა მეომრების ჯგუფთან ერთად ტყვეობიდან გაიქცა და ს. კოვპაკის პარტიზანულ რაზმს შეუერთდა. განვლო საბრძოლო გზა ათეულის მეთაურიდან პარტიზანული პოლკის მეთაურამდე. მონაწილეობდა მიიღო 168 ბრძოლაში. მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო საბჭოთა და სამეურნეო თანამდებობაზე. 1965 წლიდან იყო საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს ტრესტ „საქმარმარილოს“ მმართველი. სსრკ II–III მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. ავტორია წიგნებისა: „გმირთა სისხლით“ (1950), „ძველ გზებსა და ბილიკებზე“ (1965), „ლეგენდარული რეიდი“ (1968). დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, სამამულო ომის I ხარისხის, წითელი ვარსკვლავის, აგრეთვე პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის "ვირტუტი მილიტარის" I ხარისხის ორდენებით და მედლებით. მის შესახებ მურმან ლებანიძემ დაწერა ლექსი „პარტიზანები“ (1974 წ.).[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 240.
  • ჩინჩილიკაშვილი ტ., ენციკლოპედია "საქართველო", თბ., 1997
  • ავტორთა კოლექტივი. აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის საერთო რედაქციით. მათ ასახელეს საბჭოთა სამშობლო (საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან). / საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. გამომცემლობა ”საბჭოთა საქართველო” თბილისი - 1964
  • Цкитишвили К. В., Чинчилакашвили Т. Г. Герои Советского Союза из Грузии. Тб, 1981

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლებანიძე, მ. „ერთტომეული“ გვ. 328-330 —„საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1979