დავით უსუფაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი
უსუფაშვილი 2013 წელს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 ოქტომბერი, 2012 – 18 ნოემბერი, 2016
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედიდავით ბაქრაძე
მემკვიდრეირაკლი კობახიძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 ოქტომბერი, 2012 – 18 ნოემბერი, 2016
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 ივნისი, 2017 – 22 დეკემბერი, 2019
წინამორბედიპარტია შეიქმნა
მემკვიდრეპარტია გაუქმდა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2005 – 2013
წინამორბედიდავით ბერძენიშვილი
მემკვიდრეხათუნა სამნიძე

დაბადებული5 მარტი, 1968 (1968-03-05) (56 წლის)
მაღარო, სიღნაღის რაიონი
მოქალაქეობასაქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიასაქართველოს რესპუბლიკური პარტია (2005-2016)
შენების მოძრაობა (2017-2019)
ლელო საქართველოსთვის (2019-)
მეუღლეთინა ხიდაშელი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1992)
დიუკის უნივერსიტეტი (1999)
პროფესიაიურისტი, პოლიტოლოგი
რელიგიამართლმადიდებელი
ხელმოწერა

დავით უსუფაშვილი (დ. 5 მარტი, 1968, მაღარო, სიღნაღის რაიონი) — ქართველი იურისტი, საჯარო პოლიტიკის მაგისტრი, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე 2005-2013 წლებში. პოლიტიკური გაერთიანება ლელოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე 2019 წლიდან. მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე (2012-2016).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სტუდენობისას, 1990-1992 წლებში მუშაობდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიულ განყოფილებაში. 1992-1994 წლებში იყო სახელმწიფო საბჭოს იურიდიული განყოფილების მრჩეველი. 1993-1995 წლებში მონაწილეობდა საქართველოს კონსტიტუციის შემუშავებაში, იყო შესაბამისი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 1994 წელს იყო საიას ერთ-ერთი დაფუძნებელი და მისი პირველი თავმჯდომარე 1997 წლამდე. 1999 წელს დაასრულა დიუკის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტი. 1999-2000 წლებში იყო AMEX International-ის საქართველოს ფილიალის დირექტორი, 2001-2005 წლებში უძღვებოდა USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროექტებს იურიდიული რეფორმების სფეროში. 2005 წელს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარედ. 2011 წელს პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა უსუფაშვილი კვლავ აირჩია პარტიის თავმჯდომარედ.

2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის საბურთალოს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. არჩევნებში მან 66,09%-ით გაიმარჯვა.[1] 21 ოქტომბერს ახლად შეკრებილმა მე-8 მოწვევის პარლამენტმა დავით უსუფაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩია.[2]

2017 წლის 16 ივნისს დავით უსუფაშვილმა პოლიტიკური პარტია შენების მოძრაობა დააფუძნა.[3] იგი მონაწილეობდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც ამომრჩეველთა ხმების 2,26% (36 037 ხმა) მიიღო.[4]

2019 წელს ის შეურთდა „ლელოს“, როდესაც ლელო, შენების მოძრაობა და ახალი მემარჯვენეები გაერთიანდა და დაფუძნდა პოლიტიკურია პარტია ლელო საქართველოსთვის. დავით უსუფაშილი ამ პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა.[5]

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ლელო საქართველოსთვის“.[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საბურთალო — საბოლოო მონაცემები. ცესკო. დაარქივებულია #3 ორიგინალიდან — 2013-10-30. ციტირების თარიღი: 21 ოქტომბერი 2012‎.
  2. პარლამენტის თავმჯდომარედ არჩეულია დავით უსუფაშვილი. „რადიო თავისუფლება“ (21 ოქტომბერი, 2012). ციტირების თარიღი: 21 ოქტომბერი 2012.
  3. „შენების მოძრაობა“ - დავით უსუფაშვილმა ახალი პოლიტიკური პარტია დააფუძნა. Reginfo.ge (16 ივნისი, 2017). ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2019.
  4. ცესკოს საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმი. matsne.gov.ge. ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2019.
  5. რადიო თავისუფლება დეკემბერი 22, 2019
  6. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 5 დეკემბერი, 2020.
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
დავით ბაქრაძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
2012 – 2016
შემდეგი:
ირაკლი კობახიძე