დავიდ დაკო
| დავიდ დაკო | ||
| ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი | ||
|---|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 14 აგვისტო, 1960 – 1 იანვარი, 1966 | ||
| წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა | |
| მემკვიდრე | ჟან ბედელ ბოკასა | |
|
|
||
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 20 სექტემბერი, 1979 – 1 სექტემბერი, 1981 | ||
| წინამორბედი | ჟან ბედელ ბოკასა | |
| მემკვიდრე | ანდრე კოლინგბა | |
|
|
||
| დაბადებული | 24 მარტი, 1930 ბუჩია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა |
|
| გარდაცვლილი | 20 ნოემბერი, 2003 იაუნდე, კამერუნი |
|
დავიდ დაკო (ფრანგ. David Dacko; დ. 24 მარტი, 1930, ბუჩია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა — გ. 20 ნოემბერი, 2003, იაუნდე, კამერუნი) — ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პოლიტიკური მოღვაწე. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1960-1965 და 1979-1981 წწ.
პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე მუშაობდა მასწავლებლად. ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე იყო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დამაარსებლის, საკუთარი ბიძის, ბარტელემი ბოგანდას უახლოესი თანამებრძოლი, რომელსაც ამ პერიოდში ეკავა გარდამავალი მთავრობის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ბოგანდას მთავრობაში 1957-1958 წწ. ეკავა სოფლის მეურნების, 1958 წელს — ადმინისტრაციულ საქმეთა, 1958-1959 წლებში — შინაგან საქმეთა, ვაჭრობისა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობები. 1959 წელს ბოგანდას ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ გახდა გარდამავალი მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ხოლო 1960 წლის 14 აგვისტოდან დამოუკიდებელი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი.
1966 წლის 1 იანვარს მისი ხელისუფლება დაამხო, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, საკუთარმა ბიძაშვილმა ჟან ბედელ ბოკასამ. მისი დიქტატურის საწყის ეტაპზე დავიდ დაკო შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, შემდეგ გაათავისუფლეს, მოახდინეს მისი რეაბილიტაცია და გახდა ბოკასას მხარდამჭერი.
1979 წლის 20 ნოემბერს, საფრანგეთის მხარდაჭერით ოპერაცია „ბარაკუდას“ შედეგად უსისხლოდ დაამხო ბოკასა და კვლავ დაიკავა რესპუბლიკის მეთაურის თანამდებობა. 1981 წელს მორიგი პუტჩის შედეგად ანდრე კოლინგბამ დაამხო დაკოს ხელისუფლება.
გარდაიცვალა 2003 წლის 20 ნოემბერს, კამერუნის დედაქალაქ იაუნდეში, სადაც გადიოდა მკურნალობის კურსს.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
|
|||||||