დავიდ გერინგასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავიდ გერინგასი

დავიდ გერინგასი (ლიტვ. David Geringas, დ. 29 ივლისი 1946, ვილნიუსი) — ლიტველი ვიოლონჩელისტი და დირიჟორი, ცხოვრობს გერმანიაში.

კარიერის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1963—1973 წწ სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიის ვიოლონჩელის კლასში როსტროპოვიჩთან. 1970 წელს პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედალი მოიპოვა.

შემოქმედებითი კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოდიოდა მსოფლიოს უმსხვილეს ორკესტრებთან ერთად — ბერლინის ფილარმონიუსლ, ჰამბურგის სიმფონიურ, ბამბერგის სიმფონიურ, ლონდონის სიმფონიურ, ფილადელფიის ორკესტრთან, ენ-ეიჩ-ქეის სიმფონიურ ორკესტრთან და სხვა. გამოჩენილი დირიჟორების ხელმძღვანელობით, დაწყებული მიხაელ გილენითა და ვოლფგანგ ზავალიშით, დამთავრებული სემიონ ბიჩკოვითა და სერ საიმონ რეტლით.

ვიოლონჩელისტის რეპერტუარი მოიცავს ბახიდან და მოცარტიდან ლეპო სუმერამდე და პეტერის ვასკასით დასრულებილი შემოქმედებას.

როგორც დირიჟორს, ნამუშევარი აქვს ევროპის, მექსიკის, კოსტა-რიკის, იაპონიისა და ჩინეთის ორკსეტრებთან.

პედაგოგიური მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასწავლიდა ჰამბურგის მუსიკისა და თეატრის უმაღლეს სკოლაში 1977—1986 წლებში, ლიუბეკის მუსიკის უმაღლეს სკოლასა და 2001 წლიდან ბერლინის მუსიკის უმაღლეს სკოლაში. მის მოსწავლეთა შორისაა სოლ გაბეტა.

აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანიის ორდენი (2006) და სხვა ჯილდოები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]